პრობაციონერ ქალთა რეაბილიტაცია

სარეაბილიტაციო პროგრამებში პრობაციონერი ქალების ჩართვა ხორციელდება ბენეფიციარის ინდივიდუალური რისკებისა და საჭიროებების შეფასების შემდგომ, ზიანის რისკისა და დანაშაულის განმეორების ალბათობის შესაბამისად.

 

პრობაციონერი ქალებისთვის სარეაბილიტაცი პროგრამები 6 მიმართულებით ტარდება

 

 

სარეაბილიტაციო პროგრამები იყოფა 6 მიმართულებად:

  1. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია
  2. დამოკიდებულებების დაძლევა
  3. პროსოციალური ქცევის ფორმირება
  4. განათლება
  5. დასაქმება
  6. ჯანმრთელობა/გაჯანსაღება

თითოეულ სარეაბილიტაციო პროგრამას ჰყავს განმხორციელებელი სპეციალისტი და ასევე, სამიზნე ჯგუფი. სარეაბილიტაციო პროგრამები უნდა გახორციელდეს მას შემდეგ, რაც სპეციალისტს გავლილი აქვს ტრენინგი და ფლობს მასალას სატრენინგო მოდულის სახით. სესიების ინტენსივობა განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, პროგრამაში მონაწილეობამდე, ბენეფიციარს წინასწარ მიეწოდოს ინფორმაცია ზოგადად პროგრამის შესახებ და ასევე, განემარტოს, რა არის პროგრამაში მისი მონაწილეობის მიზანი. ბენეფიციარს პროგრამები შესაძლებელია მიეწოდოს როგორც ჯგუფური, ასევე, ინდივიდუალური სახით.

 

 

ტრენინგი პრობაციონერი ქალებისთვის

 

 

სარეაბილიტაციო პროგრამების ჩამონათვალი, რომლებიც მიეწოდებათ სრულწლოვან ქალ პირობით მსჯავრდებულებს:


  • ტრენინგი ოჯახური ძალადობის შესახებ (ძალადობის რაობა, მსხვერპლისა და მოძალადის მახასიათებლები; ძალადობის ამოცნობა და რეფერირება ადგილობრივი კანონმდებლობის საფუძველზე;
  • მოძალადესთან და მსხვერპლთან თერაპიული მუშაობა;
  • ტრეფიკინფის მსხვერპლთა დაცვა და თანადგომა;
  • ტრეფიკინგის მსხვერპლებთან თერაპიული მუშაობა;
  • თვითდახმარების ჯგუფები;
  • ცხოვრებისეული ფასეულობები
  • ადიქტოლოგია-ჩავარდნის პროფილაქტიკა
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • თვითშეფასების, ახალი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის სატრენინგო მოდული
  • საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროგრამა (რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ინტერპერსონალური ურთიერთობა, კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესება, ემოციური აგრესიისა და კონფლიქტის მართვა, სტრესის დაძლევა, მომავლის დაგეგმვა)
  • სოციალურ გარემოში ადაპტაციის პროგრამა
  • ცხოვრებისეული რისკები და პიროვნული რესურსები
  • პენიტენციური სტრესის მართვის სატრენინგო მოდული
  • კონფლიქტების მართვა და ასერტული ქცევა
  • ბრაზის მართვის სატრენინგო მოდული
  • პოზიტიური აზროვნების პროგრამა
  • აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება
  • მომავლის დაგეგმვა

არასრულწლოვან ქალ პირობით მსჯავრდებულებს მიეწოდებათ შემდეგი სარეაბილიტაციო პროგრამები:

  • ადამიანის უფლებების, მოწყვლადი ჯგუფებისადმი ტოლერანტობის განვითარების ტრენინგ პროგრამა;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა;
  • დანაშაულის გაცნობიერება.
FaceBook Twitter Google