მსჯავრდებულ ქალთა რეაბილიტაცია

№5 პენიტენციური დაწესებულება

ქალი ბრალდებულები/მსჯავრდებულები სპეციფიური გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, პენიტენციური სისტემის განსაკუთრებულ მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. დაწესებულებაში ხორციელდება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა, რომელიც გულისხმობს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულებთან მუშაობის პროცესს დანაშაულის განმეორებით ჩადენასთან დაკავშირებულ ინდივიდუალური რისკისა და საჭიროების შეფასების მიზნით. ასევე ინდივიდისთვის საჭირო ჯანსაღი გარემოს შექმნასა და ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამის სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვას.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის დადებული ხელშეკრულებით ქალი მსჯავრდებულები ჩართულნი არიან პროფესიული კოლეჯების კურსებში. კურსების წარმატებით გავლის შემდეგ მათ გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი.

დაწესებულებაში ფუნქციონირებს შემდეგი კურსები:

მცირე ბიზნესის მართვა_ პროგრამის მიზანია მსჯავრდებულებს მიეწოდოს ცოდნა ბიზნესის დაგეგმვის, რეგისტრაციის, ორგანიზების, პროდუქციის/მომსახურების რეალიზაციის, გამარტივებული ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ.
გიდი _პროგრამის მიზანია პროფესიონალური გიდების მომზადება . კურსის გავლისას მსჯავრდებულები შეისწავლიან საქართველოს ისტორიას, საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ღირშესანიშნაობებს, ისტორიულ ძეგლებს და ა.შ.
- ინგლისური ენა
- ქართული ენა
- მართვის მოწმობის თეორიული კურსი
- კომპიუტერული გრაფიკა
- access
- სასტუმროს პერსონალის მომზადება


გიდის კურსის დასრულების შემდეგ  მსჯავრდებულებმა თბილისისა და საქართველოს ტურისტული მარშრუტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ პრეზენტაციები გამართეს

დაწესებულებაში  ასევე წარმატებით ფუნქციონირებს პროფესიული და სახელობო პროგრამები:

-         კოსმეტოლოგის შემსწავლელი კურსი

-         ვიზაჟის შემსწავლელი კურსი

-         ჭრა-კერვის შემსწავლელი კურსი

-         თექის შემსწავლელი კურსი

-         მასაჟის შემსწავლელი კურსი

-         ჩვილ ბავშვთა მასაჟის შემსწავლელი კურსი

 



მსჯავრდებულები კოსმეტოლოგიის შემსწავლელ კურსს ეუფლებიან

 

თექის შემსწავლელი კურსი


ფსიქო-სოციალური პროგრამები/თერაპიები

- „ოჯახურ სირთულეებთან გამკლავების პროგრამა“ - ტრენინგ-მოდული ოჯახში და გენდერულ ძალადობაზე ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის;

- მუსიკა თერაპია

 



ქალი მსჯავრდებულები ფსიქო-სოციალურ კურსში იღებენ მონაწილეობას

ფსიქო-სოციალური ტრენინგები

- ბანგკოკის წესები
- ბავშვთა განვითარების ეტაპი

ქალი მსჯავრდებულები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა შემეცნებით, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. სისტემურ ხასიათს ატარებს ფილმების და სპექტაკლების ჩვენება-განხილვა, შეხვედრები სხვადასხვა საინტერესო და გამოჩენილ ადამიანებთან, კონცერტები, გამოფენები, ლიტერატურული კონკურსები, მხიარულთა და საზრიანთა ჯგუფის შეხვედრები და სხვა.

სისტემისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გრძელვადიან პროექტებს. ამ კუთხით აღსანიშნავია პანტომიმის სახელმწიფო თეატრთან ერთად დაწყებული პროექტი რომელიც ითვალისწინებს ქალ მსჯავრდებულებთან მასტერკლასების ჩატარებას.

პროექტის ფარგლებში, მიმების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელმა პანტომიმის საერთასორისო ორგანიზაციის პრეზიდენტმა მარკო სტოჟანოვიჩი მასტერკლასი ჩაატარა.


პანტომიმის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტის მარკო სტოჟანოვიჩის მასტერკლასი



სტუმრად მწერალთა კავშირის წარმომადგენლები ჯანსუღ ჩარკვიანი, მაყვალა გონაშვილი და ია სულაბერიძე

ასევე აღსანიშნავია ორი წარმატებული პროექტი, რომელიც ქალთა დაწესებულებაში განხორციელდა - შ. რუსთაველის სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე ქალ მსჯავრდებულთა მონაწილეობით სპექტაკლის დადგმა და საერთაშორისო კონკურსში „ვოისი“ ქალი მსჯავრდებულის მონაწილეობა. ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის მიზნით დაწესებულებაში ფუნქციონირებს სპორტული გამაჯანსაღებელი ცენტრი.


,,ჩემი მძევალი ანგელოზები“



სატელევიზო პროექტი ,,ვოისი“



პირველად პენიტენციური სისტემის ისტორიაში მსჯავრდებულმა მონაწილეობა მიიღო სატელევიზო შოუში_ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პროექტში მონაწილე მსჯავრდებულ თეონა ყოლბაიას გათავისუფლების შესახებ ცნობა პროექტ „ვოისის“ სცენაზე გადასცა

ეთნიკური უმცირესობები

სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის მქონე მსჯავრდებული ქალების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებით, მათთვის ხელმისაწვდომია კულტურული პროგრამები და სერვისები, ასევე ქართული ენის კურსები.

სუიციდისა და თვითდაზიანების პრევენცია

რისკის ქვეშ მყოფი ქალი ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დაწესებულების მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ხორციელდება სუიციდის პრევენციის პროგრამა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ნაყოფიერი პარტნიორული ურთიერთობა აქვს სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან და ორგანიზაციებთან, შემოქმედებით გაერთიანებებთან, პროფესიონალურ კოლექტივთან და სხვა.

FaceBook Twitter Google