ზრუნვა არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე

სასჯელაღსრულების სისტემაში არასრულწლოვანი ბრალდებულ-მსჯავრდებულები განსაკუთრებულ მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს. მათი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისკენ მიმართული პროგრამები არასრულწლოვანთა დაწესებულებებში დანერგილი ინდივიდუალური მიდგომის მექანიზმით არის განსაზღვრული.

ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს არასრულწლოვანი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის განათლების სისტემაში არსებული სტანდარტისა და ეროვნული გეგმის შესაბამისი სასწავლო პროცესის განხორციელებას. სურვილის შემთხვევაში არასრულწლოვანებს აქვთ საშუალება მოემზადონ და ჩააბარონ ექსტერნი, საატესტატო თუ ეროვნული გამოცდები.

სარეაბილიტაციო პროგრამები

ჯგუფური ინტერვენციები

• “EQUIP” - დანაშაულის გაცნობიერება, ანტისოციალური ქცევის მქონე არასრულწლოვნების სარეაბილიტაციო პროგრამა;
• „პენიტენციური სტრესის დაძლევის“ სარეაბილიტაციო პროგრამა;
• „კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარება - COSO”;
• “ბრაზის მართვის პროგრამა”;
• „პოზიტიური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება“ (thinking For a change);
• „სასარგებლო უნარების განვითარების ჯგუფი“ - ძალადობის მსხვერპლთა და მოძალადეთა სარეაბილიტაციო პროგრამა;
• „გათავისუფლებისთვის მზადება“ (Re entry);
• სახვითი/ძერწვითი თერაპია
• ბიბლიო თერაპია
• მუსიკა თერაპია



საგაკვეთილო პროცესი


შეხვედრა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორ გიორგი კეკელიძესთან




მუსიკა თერაპია

სასჯელაღსულებისა და პრობაციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის დადებული ხელშეკრულებით არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ჩართულნი არიან პროფესიული კოლეჯების კურსებში:

• მართვის მოწმობის თეორიული კურსი, რომლის მიზანია მსმენელებმა თეორიულად შეისწავლონ ავტომობილის გზებზე მოძრაობის, ქვეითად მოსიარულეთა წესები, კანონები და ისწავლონ შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით ავტომობილის უსაფრთხოდ მოძრაობა.
• გიდი ( ტურიზმი) _პროგრამის მიზანია პროფესიონალური გიდების მომზადება . კურსის გავლისას მსჯავრდებულები შეისწავლიან საქართველოს ისტორიას, საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ღირშესანიშნაობებს, ისტორიულ ძეგლებს და ა.შ.
• ვებ-დიზაინი



სერთიფიკატების გადაცემა კურსდამთავრებულებისთვის

ფსიქო-სოციალური ტრენინგები

• ჯანსაღი ცხოვრების წესი (ჯანმრთელობა, ნივთიერებები და დამოკიდებულებები, გადამდები დაავადებები)
• ტუბერკულოზი
• ტრეფიკინგი
• თვითმენეჯმენტი და სამოქალაქო განათლების ტრენინგი
• საინფორმაციო პროგრამა ნივთიერებადამოკიდებულებაზე
• არსებული სოციალური მომსახურებები და მათი მიღების შესაძლებლობები
• უფლებები და ვალდებულებები
• ტოლერანტობა და დისკრიმინაცია
• კომუნიკაცია და დროის მართვა სტრესის მართვა
• „ფასეულობების ტრენინგი“
• „ქცევა და პასუხისმგებლობა“
• „კომუნიკაცია“
• „CV და სამოტივაციო წერილის წერა და გასაუბრებისთვის მომზადება
• „სამართლებრივი საკითხები“
• „მავნე ნივთიერებები“
• ტრეფიკინგი, თანამედროვე მონობის ფორმა
• ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ
• სასიცოცხლო უნარების ტრენინგი
• ტუბერკულოზი და მკურნალობაზე დამყოლობა
• ნივთიერებაზე დამოკიდებულება, გადამდები ინფექციები, რეპროდუქციული სისტემა.
• „აივ ინფექცია“ და სხვა.



არასრულწლოვანი მსჯავრდებულების ფსიქო-სოციალური ტრენინგი

ინტელექტუალურ- შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები

• დაწესებულებაში არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე ფუნქციონირებს მკითხველთა და დებატ-კლუბები; ასევე, იმართება ფილმების ჩვენებები და სასწავლო შეხვედრები სხვადასხვა თემაზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად. ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებები: „ეტალონი“და „რა?სად?როდის?, „მხიარული ვიქტორინა“, ლიტერატურული საღამოები, კონცერტები, კონკურსები და სხვა.

• არასრულწლოვნები აქტიურად არიან ჩაბმულნი სპორტულ ღონისძებებში.რაგბის, კალათბურთის, ფეხბურთის ფედერაციები მუდმივ პატრონაჟს ახორციელებენ არასრულწლოვნებზე.

• ტურნირები შაშში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში მუდმივ ხასიათს ატარებს.
• მნიშვნელოვანია ოჯახთან ურთიერთობის საკითხი.



შეხვედრა მორაგბეებთან




ამგახანაგური მატჩი კალათბურთში




ეროვნული ნაკრების წევრებისა და მსჯავრდებულების მონაწილეობით საფეხბურთო მატჩი გაიმართა




საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ,,ოქროს პეპელას“ ორგანიზატორების სტუმრობა არასრულწლოვანთა საერეაბილიტაციო დაწესებულებაში


არასრულწლოვნების შემთხვევაში დიდი ყურადგება ექცევა მათი კონტაქტის შენარჩუნებას გარე სამყაროსთან. არასრულწლოვნების უზრუნველყოფილნი არიან ოჯახის წევრებთან სატელეფონო საუბრით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პაემნებით.

• არასრულწლოვნებთან მუშაობის საკითხებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პარტნიორები არიან:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო
- იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი
- სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციები
- არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა.

FaceBook Twitter Google