1

 


ვაკანსია

თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ინსპექტორი

დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 10.07.2018წ.

თანამდებობრივი სარგო - 1185

ადგილების რაოდენობა - 1

სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი

სამუშაოს ტიპი - არანორმირებული

გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

 

ფუნქცია-მოვალეობები:

ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულებების    დებულებებისა და დღის განრიგის დაცვის ზედამხედველობასა და კონტროლს;

უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სამრეწველო მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების აღკვეთას, აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსების თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთის კოორდინაციას, ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას;

აკონტროლებს ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარების წარმოების დოკუმენტაციას;

ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი ნივთებისა და სათავსების, აგრეთვე დაწესებულებათა საცხოვრებელი, სასწავლო/სარეკრეაციო და საწარმოო სივრცეების დათვალიერების, აგრეთვე აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების კოორდინაციას, ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას;

უზრუნველყოფს დაწესებულების ტერიტორიაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაადგილების, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმლის, აქსესუარების, სამკერდე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენების დაცვაზე კონტროლის კოორდინაციას, ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას;

კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციაზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებას;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა;
  • ასაკი - 18 წლიდან.

 

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) პატიმრობის კოდექსი;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

ე) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

ვ) საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“;

თ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ი) საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

კ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ლ) „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის პირველი აგვისტოს №200 ბრძანება;

მ) პენიტენციური დაწესებულებების დებულებები;

ნ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №104 ბრძანებით დამტკიცებული ,,თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესი და პირობები“;

ო) „სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანება;

პ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;

ჟ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 სექტემბრის №125 ბრძანება;

რ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27

საკონტაქტო ტელეფონი - 2312745

 

დამატებითი ინფორმაცია:

  1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
  2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

ა) Curriculum Vitae (CV);

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ)სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

  1. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
  2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) სპეციალური შემოწმება.
  3. კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27).

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.  კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

FaceBook Twitter Google