საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს N3 განყოფილების ოცეულის მეთაურის მოადგილე

ვაკანსია

 

თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს N3 განყოფილების ოცეულის მეთაურის მოადგილე
დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 08.07.2018წ.
თანამდებობრივი სარგო - 955
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. ბათუმი
სამუშაოს ტიპი - არანორმირებული
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
• ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
• მეთვალყურეობას უწევს საყარაულო შენობაში არსებული მოწყობილობის, ინვენტარისა და ქონების შენახვას და მათ სწორ ექსპლუატაციას;
• ოცეულის მეთაურის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობებს;
• სასაშვო-გამშვებ პუნქტზე მკაცრად აკონტროლებს დადგენილი სასაშვო რეჟიმის განხორციელებას;
• ყარაულების ცვლისას იბარებს საყარაულო შენობას, ინვენტარსა და ქონებას აღწერილობის მიხედვით;
• ყარაულის უფროსის ბრძანებით, გაყავს მორიგი ცვლა საგუშაგოებზე და ამოწმებს გუშაგების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
• ყარაულში განწესებულ მოსამსახურეებთან ატარებს ინსტრუქტაჟს დასახული ამოცანების წარმატებულად შესასრულებლად;
• ხელს უწყობს ოცეულის მეთაურს და ეხმარება დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი ან სრული ზოგადი განათლება
• მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
• მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა
• ფიზიკური ნორმატივები
• სასურველი ასაკი -18 წელი

საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია ( მეორე თავი); 
ბ) პატიმრობის კოდექსი; 
გ) საქართველოს კანონი "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"; 
დ) საქართველოს კანონი "იარაღის შესახებ"; 
ე) საქართველოს კანონი "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ"; 
ვ) საქართველოს კანონი "სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ"; 
ზ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება; 
თ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს განყოფილებების სარეგისტრაციო ჟურნალების ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 2 ოქტომბრის №253 ბრძანება; 
ი) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №276 ბრძანება; 
კ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანება; 
ლ) პენიტენციური დაწესებულებების დებულებები; 
მ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;
ნ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №142 ბრძანება;
ო) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. N3 
საკონტაქტო ტელეფონი - 2312745
საკონტაქტო პირი - გულისა ბაჯაძე


დამატებითი ინფორმაცია:

საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

ა) Curriculum Vitae (CV);

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) სპეციალური შემოწმება.

კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ  ანჯაფარიძის ქუჩა №27).

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.  კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

FaceBook Twitter Google