საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს N17 განყოფილების ოცეულის მეთაური

ვაკანსია

თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს N17 განყოფილების ოცეულის მეთაური

დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 08.07.2018წ.

თანამდებობრივი სარგო - 1205

ადგილების რაოდენობა - 1

სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. რუსთავი

სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

 

ფუნქცია-მოვალეობები:

1.ანგარიშს წარუდგენს ასეულის მეთაურის მოადგილეს/ასეულის მეთაურს ყველა მოსამსახურის საჩივრისა და თხოვნის შესახებ, აგრეთვე შეიარაღებისა და სხვა ქონების დაკარგვის ან გაუმართაობის შემთხვევების შესახებ;

2.ითხოვს მოსამსახურეებისაგან დისციპლინის დაცვას;

3.თვალყურს ადევნებს დღის განრიგის დაცვას, ხელქვეითთა გარეგან იერს, აღჭურვილობის სწორად მორგებასა და პირადი ჰიგიენის წესების დაცვას;

4.კონტროლს უწევს გუშაგების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას და პირადად ამოწმებს მათ დღე-ღამის განმავლობაში არანაკლებ ოთხჯერ (მათ შორის-ორჯერ ღამით), შემოწმების შედეგების შესახებ აკეთებს შესაბამის ჩანაწერებს საგუშაგო უწყისში;

5.ყოველდღიურად ამოწმებს და გამართულ მდგომარეობაში აქვს ოცეულის შეიარაღება და ქონება;

6.ყარაულების შეცვლის დროს წინა ყარაულის ცვლის უფროსისაგან პირადად იბარებს დაცვის გეგმასა და სხვა დოკუმენტაციას;

7. წინა ყარაულის უფროსთან ერთად პირადად ამოწმებს დასაცავი ობიექტის გარე აკრძალული ზოლის მდგომარეობას და განათების გამართულობას;

8. საგუშაგო უწყისში აწარმოებს საგუშაგოებზე გამოვლენილი ყველა ნაკლოვანების აღრიცხვას;

9.სასაშვო-გამშვებ პუნქტზე მკაცრად აკონტროლებს დადგენილი სასაშვო რეჟიმის განხორციელებას;

10.დადგენილ ვადებში გუშაგებისგან იღებს მოხსენებებს საგუშაგოზე არსებული მდგომარეობის შესახებ, ხოლო მოხსენების დაგვიანების შემთხვევაში დაუყონებლივ ამოწმებს ადგილზე, ან აგზავნის თავის მოადგილეს საგუშაგოზე სიტუაციის  გასარკვევად;

11.ყარაულში განწესებულ მოსამსახურეებთან ატარებს ინსტრუქტაჟს დასახული ამოცანების წარმატებით შესასრულებლად;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება ;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი, ან წვევამდელის მოწმობა;

ე) ფიზიკური ნორმატივები (ბრძანების დანართი №3);

ვ) ასაკი - 18 წელი.

საკონკურსო თემატიკა:

ა)საქართველოს კონსტიტუცია ( მეორე თავი);

ბ) პატიმრობის კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს განყოფილებების სარეგისტრაციო ჟურნალების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 2 ოქტომბრის №253 ბრძანება;

ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №276 ბრძანება;

კ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანება;

ლ) პენიტენციური დაწესებულებების დებულებები;

მ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;

ნ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №142 ბრძანება.

ო) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება.

 

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27

საკონტაქტო ტელეფონი - 2312745

დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

ა) Curriculum Vitae (CV);

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

3. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) სპეციალური შემოწმება.

4. კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27).

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

FaceBook Twitter Google