საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს N8 განყოფილების ინსპექტორი

ვაკანსია

თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს N8 განყოფილების ინსპექტორი

დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 08.07.2018წ.

თანამდებობრივი სარგო - 1120

ადგილების რაოდენობა - 2

სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი

სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მონაწილეობს დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვის სისტემის შექმნაში;
  • მუდმივად აწვდის განყოფილების უფროსს ინფორმაციას მატერიალური საშუალებების არსებობისა და მათი მდგომარეობის შესახებ;
  • ახორციელებს გარე დაცვის ობიექტებზე არსებული მდგომარეობის ყოველდღიურ კონტროლს;
  • წარუდგენს წინადადებებს  განყოფილებაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით;
  • მონაწილეობას იღებს სამსახურისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის შემუშავებაში;
  • წარუდგენს განყოფილების უფროსს განაცხადებს მატერიალური საშუალებებით განყოფილების დასაკომპლექტებლად;
  • ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან სრული ზოგადი განათლება
  • მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა
  • ფიზიკური ნორმატივები
  • სასურველი ასაკი -18 წელი

 

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი); ბ) პატიმრობის კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“; ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება; თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს განყოფილებების სარეგისტრაციო ჟურნალების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 2 ოქტომბრის №253 ბრძანება; ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №276 ბრძანება; კ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანება; ლ) პენიტენციური დაწესებულებების დებულებები; მ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება; ნ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №142 ბრძანება. ო) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება.

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის  ქ. N27

საკონტაქტო ტელეფონი - 2312745

 

დამატებითი ინფორმაცია:

  1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
  2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

ა) Curriculum Vitae (CV);

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

  1. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
  2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) სპეციალური შემოწმება.
  3. კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის  ქ. N27).

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.  კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

FaceBook Twitter Google