საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს თბილისის პირველი განყოფილების ინსპექტორი (გუშაგი-მძღოლი)

ვაკანსია

თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს თბილისის პირველი განყოფილების ინსპექტორი (გუშაგი-მძღოლი)

დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 08.07.2018წ.

თანამდებობრივი სარგო - 1120

ადგილების რაოდენობა -1

სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი

სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  1. სპეციალური ავტო-სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებლობა;
  2. საწვავის, საბურავების, მაშუქების, სპეციალური ციმციმების, სახმისის და სხვა მოწყობილობების გამართულობის შემოწმება;
  3. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სატრანსპორტო  საშუალებაში განთავსების ადგილის სანიტარულ-      ჰიგიენური ნორმების დასაცავად შესაბამისი ზომების   მიღება;
    1. ბადრაგირების მარშრუტის შესახებ ინფორმაციის დროულად მიღება და შესწავლა;
    2. გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების შეცვლის აუცილებლობის შესახებ შეტყობინების გაგზავნა საბადრაგო ჯგუფის უფროსისათვის;
    3. ხანგრძლივი ბადრაგირების შემთხვევაში გაჩერების ადგილის წინასწარ განსაზღვრა;
    4. ბადრაგირების განხორციელება საგზაო მოძრაობის წესების დაცვით;
    5. განსაკუთრებულ შემთხვევებში  სახმისის, სპეციალური ციმციმასა და ხმოვანი სიგნალის გამოყენება;
    6. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

 

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან სრული ზოგადი განათლება;
  • მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა
  • ფიზიკური ნორმატივები
  • ასაკი -18 წელი

 

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);

ბ) პატიმრობის კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“;

ე) ,,ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანება;

ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ზ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;

თ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №142 ბრძანება;

ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ  ანჯაფარიძის ქუჩა №27

საკონტაქტო ტელეფონი - 2312745

 

დამატებითი ინფორმაცია:

  1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
  2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

ა) Curriculum Vitae (CV);

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

  1. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) სპეციალური შემოწმება.
  2. კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ  ანჯაფარიძის ქუჩა №27).

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.  კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

FaceBook Twitter Google