საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილე
თანამდებობის დასახელება
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილე

დამსაქმებელი - სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 06.07.2018წ
თანამდებობრივი სარგო - 2500
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
ბიუროს უფროსთან ერთად ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია ბიუროს საქმიანობაზე. ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა საქმიანობაზე. უზრუნველყოფს სააღსრულებო მოქმედების შესრულების კონტროლს; უზრუნველყოფს ბიუროში აღსასრულებლად შემოსული სამართლებრივი აქტების შესრულებაზე კონტროლს. აკონტროლებს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის და რეინტეგრაციის პროცესებს საზოგადოებაში.
• ამუშავებს და ამზადებს პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ გაცემულ მითითებებსა და დავალებებს, რომელსაც შესასრულებლად გადასცემს ბიუროს თანამშრომლებს;
• ახდენს მსჯავრდებულის ადმინისტრირების კონტროლს;
• აკონტროლებს მსჯავრდებული პირისთვის საპრობაციო ვადის ინდივიდულური გეგმის შემუშავების პროცესს;
• აკონტროლებს ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო და რესოციალიზაციის პროგრამას თითოეულ მსჯავრდებულთან მიმართებით;
• აკონტროლებს ბაზაში მსჯავრდებული პირის საზღვარგარეთ ყოფნის ნებართვის კანონიერებას და ვადებს;
• განიხილავს შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს მის გადანაწილებას;
• აკონტროლებს და აძლევს მითითებებს პრობაციის ოფიცრებს სასჯელის ინდივიდუალური გეგმის შედგენასთან დაკავშირებით რომელსაც ათანხმებს ბიუროს უფროსთან და უგზავნის კონტროლის სამმართველოს;
• ამოწმებს და ამუშავებს ბაზაში შესატანი ცვლილებების კანონიერებასა და საჭიროებებს და ახდენს გრაფიკში ცვლიებებს (რეჟიმის შემსუბუქება, დამძიმება, გრაფიკის გაგრძელება და ა.შ.);
• აკონტროლებს ოპერატორების მუშაობას, ასევე პიროვნების ბაზაში არ დაფიქსირების ან სხვა ხარვეზის შემთხვევაში ახდენს ხარვეზის აღმოფხვრას;
• ახდენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის მიმართულებით საქმის წარმოების კონტოლს;
• ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, ბიუროს უფროსთან ერთად, განიხილავს შესრულებულ სამუშაოს და ადგენს მომდევნო დღის სამუშაო გეგმას;
• საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება სისხლის სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
დ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველი);
ე) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ძალიან კარგი ცოდნა;
ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა.

საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
ე) "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონი;
ვ) "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი;
ზ) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი;
თ) "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონი;
ი) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
კ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანება;
ლ) "მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანება;
მ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 29 ნოემბრის №208
ბრძანება;
ნ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 26 აპრილის №74 ბრძანება;
ო) "არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანება;
პ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;
ჟ) "მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 5 ივნისის №39 ბრძანება;
რ) "ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/ №23 ერთობლივი ბრძანება.
დამატებითი ინფორმაცია:
საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge)) მითითებულ მისამართზე ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
• Curriculum Vitae (CV);
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც სრულად არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გასაუბრებაზე არ დაიშვება;
კონკურსი ითვლება გავლილად გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში;
კანდიდატები ვალდებულნი არიან გასაუბრებაზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გასაუბრებაზე დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ კანდიდატები და უფლებამოსილი პირები;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გამოცხადებული კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
კონკურსის ეტაპები
• განცხადების გადარჩევა;
• გასაუბრება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველო მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ათი სამუშაო დღის ვადაში აცნობებს კანდიდატს კონკურსის შედეგს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კანდიდატის გასაუბრებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება წარმოადგენს კანდიდატის გასაუბრებაზე დაუშვებლობის საფუძველს. მიუხედავად იმისა, გამოუცხადებლობა ან დაგვიანება საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
კონკურსი ითვლება გავლილად კონკურსის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.
კანდიდატები ვალდებულნი არიან კონკურსზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.


FaceBook Twitter Google