- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N7 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერი

 

ვაკანსია
თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N7 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერი
დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 01.07.2018
თანამდებობრივი სარგო - 1000
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - გამოსაცდელი ვადის გარეშე

ფუნქცია-მოვალეობები:

 

პასუხისმგებელია დაწესებულების საწყობში მატერიალურ ფასეულობათა მიღება-შენახვასა და გადაცემაზე, მათ აღრიცხვაზე და მათ ხარჯვაზე; აკონტროლებს დაწესებულების სამრეცხაოში პატიმართა თეთრეულის დარეცხვას და სუფთა თეთრეულის მიწოდებას;
ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).



საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ბ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;

გ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება.


საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27
საკონტაქტო ტელეფონი - 2312745
საკონტაქტო პირი - ნატო მიშველიძე

დამატებითი ინფორმაცია:
საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე (  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
ა)Curriculum Vitae (CV);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) გასაუბრება;
კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27).

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ათი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

FaceBook Twitter Google