საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს პროფესიული ზედამხედველი -ფსიქოლოგიური მუშაობის მიმართულებით
თანამდებობის დასახელება
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს პროფესიული ზედამხედველი -ფსიქოლოგიური მუშაობის მიმართულებით

დამსაქმებელი - სსიპ - საქართველოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 01.07. 2018წ
თანამდებობრივი სარგო - 1150
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - თბილისის
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულთა რეაბილიტაციის, მათ მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, პროფესიული ზედამხედველი (ფსიქოლოგიური მუშაობის მიმართულებით) უზრუნველყოფს პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულთა ფსიქო-სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებისათვის მაღალპროფესიული ფსიქოლოგიური მომსახურებისა და ეფექტიანი სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარების ხელშეწყობას.

• ახდენს მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულთა ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდების ხარისხის მონიტორინგს;
• ახდენს ფსიქოლოგების პროფესიული გადამზადების პროცესის დაგეგმვას და მონაწილეობს მის განხორციელებაში;
• მონაწილეობს პრობაციის სისტემაში არსებული შეფასებისა და დაგეგმვის ინსტრუმენტების შემუშავების პროცესში;
• მონაწილეობს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიმართულებით, პროფესიული სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის პროცესში;
• მონაწილეობს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებში ფსიქო-სოციალურ და სარეაბილიტაციო პროგრამების მოდელების შემუშავება, დანერგვა, განხორციელებაში და პროცესის მონიტორინგში;
• მონაწილეობს, მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადებისა და რეაბილიტაციის მიმართულებით, სასჯელაღსრულების სისტემასთან კოორდინირებული თანამშრომლობის პროცესში
• თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან პირობით მსჯავრდებულთა სოციალიზაცია/რესოციალიზაციის მიზნით;
საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული);
ბ) ფსიქოლოგიური, კერძოდ, ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოკონსულტირების მიმართულებით
მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის კარგი ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა;
ე) ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
ვ) უცხო ენების ცოდნა (სასურველი);
ზ) მსჯავრდებულებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
თ) კურსი, პრაქტიკული გამოცდილება ან ტრენინგი ფსიქოთერაპიის მიმართულებით (სასურველი);
ი) მენეჯერული გამოცდილება (სასურველი);
კ) სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების ან/და განხორციელების გამოცდილება (სასურველი).

საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);
გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
დ) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი;
ე) "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონი;
ვ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება;
ზ) "არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანება;
თ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის
დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;
ი) "მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 5 ივნისის №39 ბრძანება;
კ) "ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის
განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/ №23 ერთობლივი ბრძანება;
ლ) "მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების

კონკურსის ეტაპები:
- განცხადების გადარჩევა;
- წერითი დავალება;
- გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაცია:
საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე, მითითებულ ლინზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50666 უნდა გამოაგზავნოს:
• Curriculum Vitae (CV);
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
• სამოტივაციო წერილი.

კანდიდატის წერით დავალებაზე/გასაუბრებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება წარმოადგენს კანდიდატის წერით დავალებაზე/გასაუბრებაზე დაუშვებლობის საფუძველს. მიუხედავად იმისა, გამოუცხადებლობა ან დაგვიანება საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
კონკურსის მონაწილე, წერითი დავალებისას, ყველა კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, ფასდება 100 ქულით. მინიმალური გადასალახი ბარიერია 70 ქულა.
კონკურსი ითვლება გავლილად კონკურსის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.
კანდიდატები ვალდებულნი არიან კონკურსზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველო ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ათი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
FaceBook Twitter Google