საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ფსიქოლოგი
თანამდებობის დასახელება
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ფსიქოლოგი

დამსაქმებელი - სსიპ - საქართველოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 01.07. 2018წ
თანამდებობრივი სარგო - 1500
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - ახალციხე
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
პირობით მსჯავრდებულთათვის ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდება. ფსიქოლოგი სისტემის სხვა თანამშრომლებთან ერთად უზრუნველყოფს პრობაციაზე მყოფთა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას, მათ მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით.
• მუშაობს პირობით მსჯავრდებულთან, პრობაციის ოფიცერთან (საჭიროებისამებრ, სოციალურ მუშაკთან) შეთანხმების საფუძველზე (ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაო, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები და სხვა) სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების მიზნით;
• ახდენს შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით, იმ პირობით მსჯავრდებულთა შეფასებას, რომელთა ზიანის რისკების შეფასების შედეგად გამოიკვეთა ფსიქოლოგის მომსახურების მიწოდების აუცილებლობა;
• ახდენს არსებული პროგრამების/პროექტების საინფორმაციო ბაზის რეგულარულ განახლებას, პირობით მსჯავრდებულთა დაკავშირების მიზნით;
• ახდენს პირობით მსჯავრდებულთა დაკავშირებას იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას;
• აქტიურად მონაწილეობს პრობაციის ბიუროს ფარგლებში ფუნქციონირებად მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობაში;
• ახდენს მომსახურების მიწოდებისათვის გათვალისწინებული ფორმების დაწესებულ ვადებში შევსებას;
• თანამშრომლობს (საჭიროების შემთხვევაში) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგებთან;
• მონაწილეობს სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების და/ან განხორციელების პროცესში;
• ახდენს ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებას, როგორც პირობით მსჯავრდებულებისათვის, ასევე პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვა თანამშრომლებისთვის;
• ახდენს საჭიროებისამებრ, პროფესიული საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზებას;
• ამზადებს, საჭიროებისამებრ, შესაბამის რეკომენდაციებს, პირობით მსჯავრდებულისათვის გამოსაცდელი ვადის შემცირებისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადასაწყვეტად;
• მონაწილეობს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიმართულებით, პროფესიული სტანდარტების შემუშავებასა და განხორციელებაში;
• ახდენს სამუშაო პროცესში გამოვლენილი პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირებას და განიხილავს სამმართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან;
• ხელმძღვანელობს საქმიანობის პროცესში იმ პროფესიულ ღირებულებებით და პრინციპებით, რომლებიც განსაზღვრულია პროფესიული ეთიკის კოდექსით;
• ასრულებას საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული);
ბ) ინდივიდუალური ან/და ჯგუფური ფსიქოკონსულტირების ცოდნა და გამოცდილება;
გ) ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
დ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის კარგი ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა;
ვ) ტრენინგების ჩატარების გამოცდილება (სასურველი);
ზ) კურსი, სამუშაო გამოცდილება ან ტრენინგი ფსიქოთერაპიის მიმართულებით (სასურველი);
თ) მსჯავრდებულებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი);

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);
გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
დ) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი;
ე) "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონი;
ვ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება;
ზ) "არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანება;
თ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;
ი) "მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 5 ივნისის №39 ბრძანება;
კ) "ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/ №23 ერთობლივი ბრძანება;
ლ) "მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 3 ივლისის №68 ბრძანება;
მ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება.

კონკურსის ეტაპები:
- განცხადების გადარჩევა;
- წერითი დავალება;
- გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაცია:
საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე, მითითებულ ლინზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50658 უნდა გამოაგზავნოს:
Curriculum Vitae (CV);
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
• სამოტივაციო წერილი.

კანდიდატის წერით დავალებაზე/გასაუბრებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება წარმოადგენს კანდიდატის წერით დავალებაზე/გასაუბრებაზე დაუშვებლობის საფუძველს. მიუხედავად იმისა, გამოუცხადებლობა ან დაგვიანება საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
კონკურსის მონაწილე, წერითი დავალებისას, ყველა კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, ფასდება 100 ქულით. მინიმალური გადასალახი ბარიერია 70 ქულა.
კონკურსი ითვლება გავლილად კონკურსის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.
კანდიდატები ვალდებულნი არიან კონკურსზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველო ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ათი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
FaceBook Twitter Google