საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ქირურგიული განყოფილების ექთნის ასისტენტი
ვაკანსია

თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ქირურგიული განყოფილების ექთნის ასისტენტი
დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 30.06.2018
თანამდებობრივი სარგო - 675
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - გამოსაცდელი ვადის გარეშე

ფუნქცია-მოვალეობები:

1. ექიმის მითითებების დროულად და სათანადოდ შესრულება;
2. ექიმ(ებ)ის დახმარება სამედიცინო მომსახურებისა და სანიტარულ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების საკითხებში;
3. გარეგანი მანიპულაციები;
4. ნაწოლების პრევენცია;
5. დაინფიცირებული ჭრილობის, წყლულების, ნაწოლის, სტომის და ზონდის მოვლისას ექთნის დახმარება;
6. განავლის მიმღები და შარდმიმღები სისტემების გამოცვლა;
7. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და შენარჩუნება;
8. საპროცედურო კაბინეტის მოწესრიგება და სტერილური გარემოს შენარჩუნება;
9. ექიმის მიერ დანიშნული მანიპულაციების განხორციელება;
10. სამედიცინო მომსახურებისა და სანიტარულ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების საკითხებში ექიმების დახმარება;
11. პაციენტის (ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა )მოვლის, ჰიგიენური, სამედიცინო ცენტრის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვა;
12. პაციენტის მომზადება გასასინჯად, საჭიროების შემთხვევაში მისთვის პირველადი დახმარების გაწევა;
13. სამედიცინო მოხმარების საგნების მოვლა-პატრონობა;
14. კომპეტენციის ფარგლებში პაციენტის (ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა) სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკების დროული შეფასება და შესაბამისი ქმედების განხორციელება;
15. სხვადასხვა ინვაზიური ჩარევებისა და არაინვაზიური პროცედურების მოვლა;
16. არსებული კვალიფიკაციით მინიჭებული უფლება-მოვალეობის შესრულება;
17. კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება;
18. სამინისტროს დებულებით, სამედიცინო დეპარტამენტის დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციების, ასევე, ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (მე-3-12 სემესტრი) ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საექთნო საქმის (ექთანი) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (მე-3 – 8 სემესტრი) ან პროფესიული საექთნო განათლება პრაქტიკოსი ექთნის კვალიფიკაციით (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ფსიქიატრიის ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, ასევე ლაბორანტი, ფერშალ-ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი - ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული);
ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);
ბ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;
გ) საქართველოს კანონი "პატიმრობის კოდექსი";
დ) საქართველოს კანონი "პაციენტის უფლებების შესახებ";
ე) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ვ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება;
ზ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს.


დამატებითი ინფორმაცია:

საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
ა) Curriculum Vitae (CV);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) გასაუბრება;
კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27).

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ათი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


FaceBook Twitter Google