საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ქირურგიული განყოფილების ექიმი (ოტორინოლარინგოლოგი)
ვაკანსია
თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ქირურგიული განყოფილების ექიმი (ოტორინოლარინგოლოგი)
დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 10.12.2017
თანამდებობრივი სარგო - 1200
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - გამოსაცდელი ვადის გარეშე

ფუნქცია-მოვალეობები:
1. პაციენტებისთვის (ბრალდებულთა/მსჯავრდებულთ) სამედიცინო მომსახურების გაწევა ადგილობრივი სტანდარტებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
2. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყოვლისმომცველი სამედიცინო მომსახურების მათ შორის პრევენციული, დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისების მიწოდება პაციენტისადმი;
3. პაციენტის (ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა) ჩივილების შეფასება, მათი გაანალიზება, დაავადების ისტორიის შესწავლა და პირველადი დიაგნოზის დასმა;
4. ყურისა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევასი სხვა გამოკვლევების დანიშვნა;
5. შესაბამის ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების განმარტება და მონაცემების მოგროვება.
6. ინფორმაციის მიწოდება პაციენტის მდგომარეობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ეტაპირება ქალაქის სექტორში.
7. სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და საჭიროებისამებრ გადაგზავნა.
8. პალატებში შემოვლა, პაციენტების გასინჯვა, სათანადო მკურნალობა, გამოკვლევებისა და კონსულტაციების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
9. განყოფილების უფროსთან შეთანხმებით, ავადმყოფისათვის სხვა პროფილის ექიმთან კონსულტაციის, კონსილიუმის დანიშვნის და მისი საექიმო კომისიაზე წარდგენის უზრუნველყოფა;
10. პაციენტზე ყოველდღიური ზრუნვა.
11. სახელმწიფო სერტიფიკატით მინიჭებული უფლება-მოვალეობის შესრულება;
12. კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება;
13. დროული და ხარისხიანი დოკუმენტაციის წარმოება (გასინჯული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ინფრომაციის დაფიქსირება) სპეციალურად დადგენილი წესის შესაბამისად;
14. სამინისტროს დებულებით, სამედიცინო დეპარტამენტის დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციების, ასევე, ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი ოტორინოლარინგოლოგიაში;
გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);
ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;
გ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;
თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ი) „საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანება;
კ) „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანება;
ლ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება;
მ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს.

დამატებითი ინფორმაცია:
საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
ა) Curriculum Vitae (CV);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) გასაუბრება;
კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27).


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ათი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

FaceBook Twitter Google