N8 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი

ვაკანსია

თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი

დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 23.06.2018წ.

თანამდებობრივი სარგო - 1265

ადგილების რაოდენობა - 1

სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი

სამუშაოს ტიპი - არანორმირებული

გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს კანონმდებლობის მოთხოვნათა, პროფესიული და ეთიკის ნორმების დაცვით;
  • აკონტროლებს დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნების შესრულებაზე, დღის განრიგის, ჩაცმულობისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესების  დაცვის გათვალისწინებით;
  • ახდენს სპეციალური საკნის/საკნის, საკნის ტიპის საცხოვრებელისა და შენობის სისტემატურ შემოწმებას, სანიტარულ-ჰიგიენური, უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით;
  • უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრების დადგენილი წესით ჩატარებას და ამოწმებს შეხვედრების მიმდინარეობის კანონიერებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დახასიათებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს კორესპოდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
  • მტკიცედ იცავს შიდა კლასიფიკაციისა და სამარტო საკნებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახლების და ყოფნის წესებს;
  • მორიგეობის მიღებისას ამოწმებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობას;
  • ახდენს დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ნივთების, ნივთიერებების, ადგილსამყოფლის შემოწმებას;
  • ახდენს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილების წესების დაცვის  ზედამხედველობას;
  • აწარმოებს სპეციალურ საკანში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახლებას დაწესებულების ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით;
  • უზრუნველყოფს სპეციალური საკნის  ტექნიკურ  დათვალიერებას,   სატელეფონო  და  სხვა  კავშირგაბმულობის,  აგრეთვე  მეთვალყურეობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირების შემოწმებას;
  • მონაწილეობს დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის დაცვის განხორციელებაში და მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას;
  • უზრუნველყოფს და აკონტროლებს უფროსი ინსპექტორების და ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
  • ახორციელებს  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
  • სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია);
  • მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა;
  • ასაკი - 18 წლიდან

 

 

 

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ბ) საქართველოს კანონი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი”;

გ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;

ე) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანება;

ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;

ზ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;

თ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

ი) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

კ) ციხის ევროპული წესები;

ლ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;

მ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;

ნ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“).

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27

საკონტაქტო ტელეფონი - 2312745

 

დამატებითი ინფორმაცია:

  1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
  2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

ა) Curriculum Vitae (CV);

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

  1. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) სპეციალური შემოწმება.
  2. კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27).

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.  კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

 

FaceBook Twitter Google