საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკური სამმართველოს ბუღალტერი
თანამდებობის დასახელება
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკური სამმართველოს ბუღალტერი

დამსაქმებელი - სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 14.06.2018წ
თანამდებობრივი სარგო - 2000
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:


• ამოწმებს გადარიცხვების სისწორეს და დროულად გადარიცხვას;
• აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და ყოველგვარი ხარჯების გაანგარიშებას;
• ახდენს ხელფასის გაანგარიშებას და გადარიცხვას თანამშრომელთა ანგარიშებზე;
• აწარმოებს შეძენილ ძირითად და მცირე ფასიან საშუალებათა აღრიცხვას;
• აწარმოებს ყოველგვარი ხარჯების ბუღალტრულ ასახვას მთავარ წიგნში მ/ორდერით;
• ამზადებს საჭიროებისამებრ ბანკში და ხაზინაში წარსადგენ წერილებს;
• ამოწმებს ყოველთვიურ ხარჯებს და გამოყავს ნაშთები;
• აწესრიგებს ურთიერთობებს ბანკთან;
• ამუშავებს ბალანსს;
• მონაწილეობს ინვენტარიზაციის პროცესში;
• საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) ბუღალტერიაში მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას);
გ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველი);
დ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
ე) ხაზინის ელექტრონული პროგრამისა და ორის მენეჯერის ცოდნა;
ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების და საოფისე ტექნიკის მოხმარების ცოდნა.

საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
გ) "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;
დ) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი;
ე) "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონი;
ვ) "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონი;
ზ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2018 წლის 30 მაისის №106 ბრძანება;
თ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;
ი) "პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების
განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება.

დამატებითი ინფორმაცია:
საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე, მითითებულ ლინზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50325 უნდა გამოაგზავნოს:
• Curriculum Vitae (CV);
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
სამოტივაციო წერილი.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც სრულად არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გასაუბრებაზე არ დაიშვება;
კონკურსი ითვლება გავლილად გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში;
კანდიდატები ვალდებულნი არიან გასაუბრებაზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გასაუბრებაზე დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ კანდიდატები და უფლებამოსილი პირები;

კონკურსის ეტაპები:
• განცხადების გადარჩევა;
• გასაუბრება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველო მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ათი სამუშაო დღის ვადაში აცნობებს კანდიდატს კონკურსის შედეგს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კანდიდატის გასაუბრებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება წარმოადგენს კანდიდატის გასაუბრებაზე დაუშვებლობის საფუძველს. მიუხედავად იმისა, გამოუცხადებლობა ან დაგვიანება საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
კონკურსი ითვლება გავლილად კონკურსის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.
კანდიდატები ვალდებულნი არიან კონკურსზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.

FaceBook Twitter Google