საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი
თანამდებობის დასახელება
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი

დამსაქმებელი - სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 14.06.2018წ
თანამდებობრივი სარგო - 2900
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:

ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს საქმიანობაზე. ურთიერთობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ახორციელებს ორგანიზაციის მყარი იმიჯის ფორმირების სტრატეგიას;
• უშუალო ზედამხედველთან შეთანხმებით, ხელმძღვანელობს საერთაშორისო და არასამთავრობო, აგრეთვე პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროცესს;
• შეიმუშავებს მასმედიასთან ურთიერთობის და ორგანიზაციის მყარი იმიჯის ფორმირების სტრატეგიას;
• გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომელიც ეხება სააგენტოს მუშაობის გამჭვირვალობას და სპეციფიკის პოპულარიზაციას;
• ხელმძღვაელობს მედია-გეგმის განხორციელებას;
• ხელმძღვანელობს საზოგადოების ინფორმირებულობას სააგენტოს მუშაობის შესახებ;
• ხელმძღვანელობს მედიის მონიტორინგს და პრეს-დაიჯესტების გავრცელების პროცესს;
• მონაწილეობს მედიასთან, საზოგადოებრივ და სარეკლამო ოგანიზაციებთან მოლაპარაკებების პროცესში;
• აკონტროლებს სამსახურის ვებ-გვერდის განახლების პროცესს;
• ახორციელებს ხელქვეითების ყოველდღიურ მეთვალყურეობას, აკონტროლებს მათ მიერ მოვალეობების შესრულებას; ამზადებს საკადრო რეკომენდაციებს (მაგალითად წახალისების) ხელქვეითებთან დაკავშირებით;
• უტარებს ტრეინინგებს თანამშრომლებს და სტაჟიორებს;
• საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული);
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება;
გ) მასმედიასთან ან საერთაშორისო ორანიზაციებთან, ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
დ) ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
ე) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
ვ) საოფისე პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა.".
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);
გ) "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონი;
დ) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი;
ე) "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონი;
ვ) "საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანება;
ზ) "მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5
აპრილის №55 ბრძანება;
თ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 26 აპრილის №74 ბრძანება;
ი) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3
ივლისის №52 ბრძანება;
კ) ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec (2010)1 წევრი სახელმწიფოებისადმი ევროსაბჭოს პრობაციის წესების შესახებ.
დამატებითი ინფორმაცია:
საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
• Curriculum Vitae (CV);
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც სრულად არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გასაუბრებაზე არ დაიშვება;
კონკურსი ითვლება გავლილად გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში;
კანდიდატები ვალდებულნი არიან გასაუბრებაზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გასაუბრებაზე დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ კანდიდატები და უფლებამოსილი პირები;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გამოცხადებული კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
კონკურსის ეტაპები
• განცხადების გადარჩევა;
• გასაუბრება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველო მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ათი სამუშაო დღის ვადაში აცნობებს კანდიდატს კონკურსის შედეგს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კანდიდატის გასაუბრებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება წარმოადგენს კანდიდატის გასაუბრებაზე დაუშვებლობის საფუძველს. მიუხედავად იმისა, გამოუცხადებლობა ან დაგვიანება საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
კონკურსი ითვლება გავლილად კონკურსის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.
კანდიდატები ვალდებულნი არიან კონკურსზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
FaceBook Twitter Google