პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განყოფილების ინსპექტორი

ვაკანსია

თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს  ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განყოფილების ინსპექტორი

დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 07.06.2018წ.

თანამდებობრივი სარგო - 1120

ადგილების რაოდენობა - 1

სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი (საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, განესაზღვროს  სამუშაო ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაში)

სამუშაოს ტიპი - არანორმირებული

გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

 

ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური მართვის ოთახში;
  • ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ელექტრონული და ვიზუალური მეთვალყურეობის და უსაფრთხო საკნებში მყოფი პატიმრების რაოდენობისა და ვინაობის შემოწმება; პატიმართა ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა-დაბრუნების, სასამართლო პროცესებზე გაყვანა-დაბრუნების და სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გაყვანა-დაბრუნების შესახებ ინფორმაციის მიღება;
  • ყოველი სამუშაო დღის დაწყების წინ სამინისტროს ცენტრალური მართვის ოთახის მორიგე-ინსპექტორი წინა ცვლის თანამშრომლებისა და დაწესებულებებში მიმაგრებული პულტის თანამშრომელებისაგან პენიტენციურ დაწესებულებებში მომხდარი მიმდინარე დარღვევების, პატიმრების მიერ სუიციდის მცდელობების, თვითდაზიანებებისა და ვიდეო კამერების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება;
  • მოვალეობის შესრულების პროცესში, მონიტორების მეშვეობით, არსებული სიტუაციის მიხედვით, ხელმძღვანელობასთან შეთანხებით,  იმ მომენტში პრიორიტეტული  ვიდეოთვალის (ვიდეოთვალების) მუდმივი კონტროლი, ასევე, დაწესებულებებში მიმაგრებული ინსპექტორების სამოქმედო ტერიტორიებზე განთავსებული კამერების მეთვალყურეობაზე მუდმივი მონიტორინგი და მათი გადაფარვის მიზნით, დაწესებულებების საკნებში,  დერეფნებში, ეზოებში, საამანათო ოთახში, საჩხრეკ ოთახსა და დაწესებულების პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერების ვიდეომეთვალყურეობა;
  • რაიმე სახის დარღვევის ან საეჭვო და გადასამოწმებელი ვითარების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების პულტების თანამშრომლებთან დაკავშირება და მომხდარ ფაქტზე ინფორმაციის მიღება;  ამ ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის დაუყონებლივ გაცნობა;
  • სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტების  ან  ყოველი აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში (მათ შორის, პატიმრის მიერ სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის, პატიმრის თვითდაზიანების, სუიციდის მცდელობის, ურთიერთშელაპარაკების, თანამშრომელებზე, ან სამედიცინო პერსონალზე სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის, სამარტოო და ანტივანდალურ საკნებში გადაყვანის მიზნით პატიმრებზე ხელბორკილის დადების ფაქტებს, ბრალდებულის, ან მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტებს და ნებისმიერ ფაქტებს, რაც დაკავშირებულია სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნათა დარღვევასთან),  ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის დაუყონებლივ  გაცნობა;
  • დაწესებულებებში შესული ყველა პირის შემოწმების დაკვირვება, კერძოდ, თანამშრომლების, სამედიცინო პერსონალის, ადვოკატის, საეკლესიო პირების, ხანმოკლე და გრძელვადიან პაემნებზე შესული პირების შემოწმების დაკვირვება და თანამშრომელთან მხრიდან ზედაპირული დათვალიერების ფაქტების გამოვლენა; ამანათების შემოწმების პროცესის დაკვირვება;  აკრძალული ნივთის შეტანის მცდელობის გამოვლენა;
  • ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაწესებულებებში მიღება-შემოწმების პროცესის, სამედიცინო პერსონალისა და პატიმრების ურთიერთდამოკიდებულების, საგამოძიებო ოთახებში ადვოკატებისა და პატიმრების შეხვედრის დაკვირვება;
  • დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პატიმრების თვითნებურად გადაადგილების ფაქტების დაკვირვება;  პატიმრების, ან თანამშრომლების მხრიდან სხვადასხვა საკანში აკრძალული ნივთის ან ზოგადად რაიმე ნივთის  მიწოდების ფაქტების გამოვლენა; სასეირნო ოთახებში მათი განთავსების, სხვადასხვა საკნის პატიმრების ერთ სასეირნო ოთახში მოთავსების, ურთიერთშელაპარაკების დაკვირვება;
  • ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, როგორც დერეფნებში, ასევე ეზოს პერიმეტრზე, პატიმრების გადაადგილების დაკვირვება;  ურთიერთშელაპარაკების, საეჭვო ნივთების გადაწოდების,  საკნებში ე.წ. შეკრების, დაკეტილი საკნებიდან პატიმრების გამოყვანის, ან სხვა საკნებში გადაყვანის, ნივთების გადაწოდების ფაქტების დაფიქსირება;  ე.წ. სავაჭრო ჯიხურებში მოძრავი პატიმრების კონტროლი;
  • დაწესებულებების გარე და შიდა პერიმეტრზე უცხო პირების და ავტომანქანების მოძრაობის დაფიქსირება,  ელექტრონულ-ვიზუალურ საკნებში (როგორც - სამარტოო საკანში, ასევე -  დეესკალაციის ოთახში) მყოფი პატიმრების ქცევების, დაწესებულებებში მომუშავე თანამშრომლების ქცევების (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და პატიმართა მიმართ) მეთვალყურეობა; საყურადღებო ფაქტების გამოვლენისას, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დაუყონებლივ ინფორმირება;
  • განყოფილების უფროსის დავალებით, მისთვის გადაცემული შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე, ასევე პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის, ან დირექტორის პირველი მოადგილის გადაწყვეტილებით, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, გადაღებული ვიდეომასალის დაარქივება  და შენახვა საამისოდ დაცულ ბაზაში;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში, პენიტენციურ დაწესებულებებში მომხდარი ფაქტების დაფიქსირება წერილობითი ფორმით, ანგარიშის სახით;  მუშაობის პროცესში დაზიანებული ვიდეოკამერების სიის, დივიარებისა და ნომრების მიხედვით, შედგენა;  სიის ანგარიშთან ერთად მორიგეობის დასრულების შემდეგ, განყოფილების უფროსისათვის გადაცემა;
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


 

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესიან სრული ზოგადი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება (სასურველია)
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა
  • ასაკი - 18 წელი

 

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);

ბ) პატიმრობის კოდექსი;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

დ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

თ) პენიტენციური დაწესებულებების დებულებები;

ი) „სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანება;

კ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;

ლ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 სექტემბრის №125 ბრძანება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27

საკონტაქტო ტელეფონი - 2312745

 

დამატებითი ინფორმაცია:

  1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
  2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

ა) Curriculum Vitae (CV);

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ)სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

  1. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
  2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) სპეციალური შემოწმება.
  3. კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27).

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.  კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

FaceBook Twitter Google