N8 პენიტენციური დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორი

ვაკანსია

თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორი

დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 07.06.2018წ.

თანამდებობრივი სარგო - 1120

ადგილების რაოდენობა - 1

სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი

სამუშაოს ტიპი - არანორმირებული

გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

 

 

ფუნქცია-მოვალეობები:

 

1. უზრუნველყოფს შეტყობინებების დროულად გადაგზავნას სასამართლოებში, მათზე რიცხული ბრალდებულების/მსჯავრდებულების შესახებ;

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისას  აფორმებს და  პირად საქმეებში ათავსებს შესაბამის დოკუმენტაციას;

3. კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დახასიათებას;

4. აწარმოებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  პირად საქმეებს;

5. კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს მასალებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეწყალების თაობაზე;

6. აღრიცხავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს;

7. უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  გადაყვანასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაფორმებას;

8. აწარმოებს სააღრიცხვო ბარათებს და კარტოთეკას;

9. უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პერსონალურ და რაოდენობრივი აღრიცხვას;

10. აწარმოებს ერთიან საინფორმაციო ბაზას;

11. აწარმოებს საარქივო პირად საქმეებსა და უზრუნველყოფს მათ  აღრიცხვასა და შენახვას;

12. უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გათავისუფლებისას შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას;

13. ახორციელებს პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე ვადების გამოთვლასა და კონტროლს;

14.ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

15.კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესზე, ასევე ექსპერტიზის ჩასატარებლად და გამოკვლევის მიზნით საავადმყოფოში (ქალაქის) გაყვანასთან დაკავშირებული დოკუმენტაციური საქმიანობის განხორციელებას;

16.აკეთებს შეტყობინების სასამართლოსა და საგამოძიებო უწყებებისადმი პატიმართა შემოსახლებაზე, პატიმრობის ვადებზე და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;

17.ამზადებს ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის ჩასაბარებელ/გადასაცემ კორესპონდენციას (ხელწერილისმომზადება) და აგზავნის ჩაბარების ამსახველ დოკუმენტაციას ინიციატორ ორგანოში (სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია);

18.კონტროლს უწევს სხვა დაწესებულებებიდან გადმოყვანილი მსჯვარდებულების/ბრალდებულების მონაცემების სიზუსტეს, კომპიუტერულ პროგრამასთან შესაბამისობის თვალსაზრისით;

19.აკონტროლებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საგამოძიებო, სასამართლო განხილვის, სასჯელის მოხდის ვადებს;

20. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება იურიდიულ განათლებას);
  • მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია);
  • მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.
  • ასაკი - 18 წელი

 

 

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანება;

ზ) „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანება;

თ) ,,ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანება;

ი) „სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანება;

კ) ,,თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესი და პირობები“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №104 ბრძანება ;

ლ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;

მ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

ნ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27

საკონტაქტო ტელეფონი - 2312745

დამატებითი ინფორმაცია:

  1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
  2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

ა) Curriculum Vitae (CV);

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

  1. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
  2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) სპეციალური შემოწმება.
  3. კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27).

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.  კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

FaceBook Twitter Google