N6 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი

ვაკანსია

თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N6 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი

დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 07.06.2018წ.

თანამდებობრივი სარგო - 1120

ადგილების რაოდენობა - 2

სამსახურის ადგილმდებარეობა - გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ.მთისძირი

სამუშაოს ტიპი - არანორმირებული

გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს ფხიზლად, კანონის მოთხოვნათა, პროფესიული და  ეთიკის ნორმების დაცვით;
  • იცავს სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს. ამასთან, კომპეტენციის ფარგლებში, დღის განრიგის, არსებული ვითარების გათვალისწინებით დახმარებას უწევს სამოქმედო დანაყოფზე განწესებულ სხვა განყოფილებების მოსამსახურეებს  დაკისრებულ მოვალეობათა შეასრულებაში;
  • თვალყურს ადევნებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით დადგენილი წესების შესრულებას და მათი მოთხოვნების  დარღვევისას დაუყოვნებლივ აცნობებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს და მოქმედებს მისი მითითებით, დადგენილი წესის თანახმად;
  • კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას მონაწილეობას იღებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრულ და არასრულ შემოწმებაში, სპეციალური საკნების/საკნების, სხვა სივრცეებისა და სათავსოების შემოწმება-დათვალიერებაში და უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიების გატარებაში;
  • ასრულებს შესაბამისი დანაყოფის მთავარი ინსპექტორის, უფროსი ინსპექტორისა და დადგენილი წესით ოპერატიული მორიგის მითითებებს;
  • 6. დღის საათებში მის სამოქმედო დანაყოფზე განთავსებული სპეციალური საკნების/ საკნების და სხვა სივრცის კარის გასაღებების თან ქონა;
  • მორიგეობის გადაბარებისას დეტალურად აწვდის ინფორმაციას უფროს ინსპექტორს სამოქმედო დანაყოფზე არსებული ვითარების შესახებ, ხოლო მორიგეობის ჩაბარებისას იღებს ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ;
  • ამოწმებს საგუშაგოს და დასაცავი ობიექტის ინვენტარს (სპეციალური საკნის/საკნის, საკნის ტიპის საცხოვრებლის კარები, მათი საკეტები, განათება, სატელეფონო და სასიგნალიზაციო საშუალებები, მოწყობილობები და სხვა.) შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციას აწვდის ოპერატიული მორიგეს, ან თანაშემწეს;
  • საგუშაგოს მიღება-ჩაბარებისას დანაყოფის სამორიგეო ცვლის უფროს ინსპექტორთან ერთად ახდენს საკნებში განთავსებულ  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რიცხობრივ, ვიზუალურ გადათვლას და მათ მიღებას ადასტურებს წინა სამორიგეო ცვლის საგუშაგოს უწყისზე ხელის მოწერით;
  • აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს საგუშაგო უწყისში და ამის თაობაზე მოახსენებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს;
  • თუ მორიგეობის მიღება-ჩაბარების მომენტში რომელიმე ბრალდებული/მსჯავრდებული კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებების გამო არ იმყოფება ადგილზე, ამის შესახებ ატყობინებს დანაყოფის სამორიგეო ცვლის უფროს ინსპექტორს;
  • უზრუნველყოფს სამოქმედო დანაყოფზე განთავსებულ სივრცეებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაადგილებას;
  • აწარმოებს სათვალთვალო ღიობიდან სპეციალურ საკანში/საკანში, საკნის ტიპის საცხოვრებელში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევის კონტროლს;
  • სპეციალური საკნის/საკნის კარის გაღებამდე სათვალთვალო ღიობის მეშვეობით რწმუნდება საკანში შესვლის უსაფრთხოებაში;
  • კარების გაღების შემდეგ დგება შესასვლელში და თვალყურს ადევნებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევას და საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში გარედან კეტავს სპეციალურ საკანში/საკანში შესასვლელ კარს;
  • დღის განრიგით გათვალისწინებულ დროებში საკანში მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესების დარღვევისას სპეციალური საკნის/საკნის კარების სარკმელიდან აფრთხილებს მათ და მოითხოვს წესრიგის დაცვას, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ატყობინებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს;
  • საკანში ან დაწესებულების ტერიტორიაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენისას ან  მისი მცდელობისას, ასევე უწესრიგობის შემთხვევაში (ჩხუბი, დაუმორჩილებლობა ან სხვა საეჭვო მოქმედება) საგუშაგოს დატოვების გარეშე, ამის თაობაზე აცნობებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს და მოქმედებს მათი მითითების შესაბამისად;
  • ღამის საათებში არ უშვებს სხვადასხვა საკნებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთმანეთთან კონტაქტს;
  • დაუყოვნებლივ ახდენს რეაგირებას ბრალდებულის/მსაჯვრდებულის მიერ სპეციალური საკნიდან/საკნიდან გამოძახების  შემთხვევაზე;
  • დღის განრიგით დადგენილი ძილის საათების  მიხედვით უზრუნველყოფს  შუქების გამორთვას;
  • ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში საგანგაშო სიგნალის გაცემა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება;
  • სხვა საგუშაგოზე თავდასხმისას დაუყოვნებლივ ატყობინებს ოპერატიულ მორიგეს. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს თავდასხმის მოგერიებაში;
  • ხანძრის კერის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს უფროს ინსპექტორს, მთავარ ინსპექტორს ან/და ოპერატიულ მორიგეს და იღებს ზომებს მის ჩასაქრობად იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედება მისი სიცოცხლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს;
  • ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აღრიცვიანობის წარმოება სპეციალური საკნიდან/საკნიდან და საკნის ტიპის საცხოვრებლიდან გამოყვანისას (გასასეირნებლად, სააბაზანოში და ა.შ.)
  • იმ შემთხვევაში თუ  ბრალდებული/მსჯავრდებული მიმართავს ზეპირი მოთხოვით ან საჩივრით,  ამის თაობაზე აცნობებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს;
  • დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე ან/და იგი წარმოადგენს საფრთხეს გარშემომყოფთათვის, დაუყოვნებლივ აცნობებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს და შემდგომი მითითების შესაბამისად მონაწილეობს განცალკევებით მის მოთავსებაში;
  • უმეთვალყურეოდ დატოვებული ბარათების, საგნების, ნივთიერებების და წერილების აღმოჩენის (პოვნის) შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს და იღებს ზომებს ადგილზე  მათ დასაცავად;
  • თვითმკვლელობის/თვითდაზიანების ან ასეთის მცდელობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს, ამასთან იღებს ზომებს თვითმკვლელობის/თვითდაზიანების აღსაკვეთად.
  • საგუშაგოს გადაბარების შემდეგ შესაბამისი დანაყოფის უფროს ინსპექტორს აბარებს დანაყოფის საგუშაგო უწყისს. მთავარი ინსპექტორის ნებართვით თავისუფლდება სამორიგეო ცვლის შემადგენლობიდან;
  • ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საჯარო სამსახურში, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა;
  • ასაკი - 18 წელი

 

 

 

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ბ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

გ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27

საკონტაქტო ტელეფონი - 2312745

 

დამატებითი ინფორმაცია:

  1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
  2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

ა) Curriculum Vitae (CV);

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

  1. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
  2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) სპეციალური შემოწმება.
  3. კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27).

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.  კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

FaceBook Twitter Google