N19 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი

ვაკანსია

თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N19 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი

დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 07.06.2018წ.

თანამდებობრივი სარგო - 1120

ადგილების რაოდენობა - 1

სამსახურის ადგილმდებარეობა - მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი

სამუშაოს ტიპი - არანორმირებული

გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საგუშაგოზე მყოფი სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი ამოწმებს საგუშაგოსა და დასაცავი ობიექტის ინვენტარს (საკნის/პალატის კარები, მათი საკეტები, განათება, სატელეფონო და სასიგნალიზაციო საშუალებები, მოწყობილობები და სხვა.) შემოწმების შედეგების შესახებ მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს ან მის თანაშემწეს;
  • ახორციელებს ზედამხედველობას საკნებში/პალატებში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევაზე სათვალთვალო ღიობიდან;
  • ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში ადგენს დისციპლინური დარღვევის ოქმს  და კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ სხვა მასალებს, აღასრულებს ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დაკისრებულ დისციპლინურ სახდელს;
  • ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ ცენტრის დებულებითა და დღის განრიგით დადგენილი წესების დარღვევისას, საკნების/პალატების კარების სარკმლიდან აფრთხილებს მათ და მოითხოვს წესრიგის დაცვას, ხოლო მათი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ატყობინებს ხელმძღვანელს;
  • საკნიდან/პალატიდან გაყვანისას (გასეირნება, პაემანი და ა.შ), ბრალდებულს/მსჯავრდებულს  გამცილებელ მოსამსახურეს აბარებს რაოდენობითა და სახელობით და მათი უკან დაბრუნებისას, ასევე იღებს რაოდენობითა და სახელობით;
  • დღის განმავლობაში თან აქვს საკნების/პალატების გასაღებები და არ უშვებს გასაღებების კარებში დატოვებას;
  • ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ზეპირი მოთხოვნით ან საჩივრით მიმართვის შემთხვევაში ამის თაობაზე აცნობებს ცენტრის ხელმძღვანელობას;
  • საკანში/პალატაში ან ცენტრის ტერიტორიაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენისას ან მისი მცდელობისას, ასევე უწესრიგობის შემთხვევაში (ჩხუბი, დაუმორჩილებლობა ან სხვა საეჭვო ქმედება)  ამის თაობაზე აცნობებს უშუალო უფროსს და ოპერატიულ მორიგეს საგუშაგოს დატოვების გარეშე და მოქმედებს მათი მითითების შესაბამისად;
  • იღებს ზომებს რათა თავიდან იქნას აცილებული საკნებიდან/პალატებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაუგეგმავი გამოსვლა და დადგენილი წესის ფარგლებში აღკვეთს მათ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს;
  • თვალყურს ადევნებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ ცენტრის დებულებითა და დღის განრიგით დადგენილი წესების შესრულებას და მათი მოთხოვნის დარღვევისას დაუყოვნებლივ აცნობებს ოპერატიულ მორიგეს;
  • საკნის/პალატის კარების გაღების წინ, სათვალთვალო ღიობის მეშვეობით რწმუნდება საკანში/პალატაში შესვლის უსაფრთხოებაში;
  • აწარმოებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აღრიცხვას მათი საკნიდან/პალატიდან  გამოყვანისას (გასასეირნებლად, სააბაზანოში და ა.შ.);
  • დაუყოვნებლივ ახდენს რეაგირებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გამოძახების შემთხვევაში;
  • დღის განრიგით დადგენილი ძილის საათების მიხედვით უზრუნველყოფს შუქების გამორთვას;
  • ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში გასცემს საგანგაშო სიგნალს და იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
  • სხვა საგუშაგოზე თავდასხმის შემთხვევაში გასცემს საგანგაშო სიგნალს და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს თავდასხმის მოგერიებაში;
  • გასცემს საგანგაშო სიგნალს ხანძრის კერის აღმოჩენის შემთხვევაში  და ატყობინებს დაწესებულების ხელმძღვანელობას, იღებს ზომებს მის ჩასაქრობად, იმ შემთხვევაში თუ ეს ქმედება მისი სიცოცხლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრულ და არასრულ შემოწმებას, ასევე აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად ახორციელებს საკნების/პალატების, სხვა სივრცეების, სათავსოებისა და ეზოს შემოწმება-დათვალიერებას;
  • ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამანათების მიღებას, მათ შემოწმება-დათვალიერებას, აკრძალული ნივთებისა და საგნების გადაცემის აღსაკვეთად, პაემანზე/შეხვედრაზე დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში წყვეტს პაემანს/შეხვედრას და აღნიშნულის თაობაზე დაუყონებლივ აცნობოს უშუალოდ ხელმძღვანელობას;
  • ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საჯარო სამსახურში ან სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა;
  • ასაკი - 18 წელი

 

 

 

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ბ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

გ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ  ანჯაფარიძის ქუჩა №27

საკონტაქტო ტელეფონი - 2312745

 

დამატებითი ინფორმაცია:

  1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
  2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

ა) Curriculum Vitae (CV);

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

  1. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
  2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) სპეციალური შემოწმება.
  3. კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ  ანჯაფარიძის ქუჩა №27).

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.  კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

FaceBook Twitter Google