საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი
ვაკანსია
თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი
დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 01.06.2018წ.
თანამდებობრივი სარგო - 1185
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - არანორმირებული
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
• დაწესებულებაში დანაშაულისა და სამართალდარღვევების პრევენცია და გამოვლენა;
• კომპეტენციის ფარგლებში , ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
• "ოპერატიურ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი;
• უსაფრთხოებისა და ძებნის ნაწილში დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა;
• ამანათების მიღება-გაგზავნის ორგანიზება და მათი სათანადო წესით შემოწმებაზე კონტროლი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;
• საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალებათ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ამოღება ან/და ამოღებაზე კონტროლი, მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთა;
• დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობისა და ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრებულთა და სხვა პირების, მათი ნივთების, ნივთიერებების, ადგილსამყოფელს და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებაზე კონტროლი;
• დაწესებულების საინჟინრო- ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
• ბრალდებულთა/მსჯავრებულთა კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
• სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევის თავიდან აცილების ხელშეწყობა;
• კომპეტენციის ფარგლებში გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნაში მონაწილეობას მიღება;
• შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულებაში კრიმინალური სუბკულტურის მიმდევარ პირთა გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
• კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება;
• რისკების შეფასებისა და დადგენის პროცესში მონაწილეობის მიღება;
• ფსიქოტროპული პრეპარატების ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის გადაცემისა და მოხმარების მონიტორინგის განხორციელება;
• დაწესებულების ტერიტორიაზე საკონტროლო - გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;
• საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება იურიდიულ განათლებას)
• სამართალდამცავ ორგანოში მუშაობის, გამომძიებლად ან პროკურორად მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
• უცხო ენის ცოდნა (სასურველია)
• ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია)
• მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა
• სასურველი ასაკი - 18 წელი

საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი "პატიმრობის კოდექსი";
გ) საქართველოს კანონი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი";
დ) საქართველოს კანონი "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი";
ე) საქართველოს კანონი "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
ვ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ";
ზ) საქართველოს კანონი "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ";
თ) საქართველოს კანონი "სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ"
ი) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ";
კ) "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულება;
ლ) "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილება;
მ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ნ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანება;
ო) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის (ქცევის ზოგადი წესები) დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №145 ბრძანება;
პ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;
ჟ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;
რ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
ს) ციხის ევროპული წესები;
ტ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27
საკონტაქტო ტელეფონი - 2312745

დამატებითი ინფორმაცია:
1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
ა)Curriculum Vitae (CV);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
3. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) სპეციალური შემოწმება.
4. კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27).

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

FaceBook Twitter Google