საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალური მუშაკი (სენაკი)
თანამდებობის დასახელება
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალური მუშაკი (სამუშაო ადგილი სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიურო - სენაკი)
დამსაქმებელი - სსიპ - საქართველოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 31 მაისი 2018 წ
თანამდებობრივი სარგო - 1200
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - სენაკი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
აწვდის სოციალური მუშაობის მომსახურებას პირობით მსჯავრდებულებს, პირობით ვადამდე გათავისუფლებულებს და მართლმსაჯულების სისტემისგან განრიდებულ პირებს. ამზადებს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს სასამართლოსთვის. სისტემის სხვა თანამშრომლებთან ერთად უზრუნველყოფს მათ რეაბილიტაცია - რესოციალიზაციას განმეორებითი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით;
• პრობაციის ოფიცერთან (საჭიროებისამებრ, ფსიქოლოგთან) შეთანხმების საფუძველზე მუშაობს პირობით მსჯავრდებულთან და მის ოჯახთან (ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაო, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები, ოჯახური კონფერენცია და სხვა) სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების მიზნით;
• ახდენს პირობით მსჯავრდებულთაგან იმ პირთა შეფასებას შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით, რომელთა ზიანის რისკების შეფასების შედეგად გამოიკვეთა სოციალური მუშაობის მომსახურების აუცილებლობა;
• აწვდის სოციალური მუშაობის მომსახურებას მართლმსაჯულების სისტემისგან განრიდებულებს;
• ახდენს საინფორმაციო ბაზის რეგულარულად განახლებას არსებული პროგრამების/პროექტების შესახებ პირობით მსჯავრდებულთა ან მართლმსაჯულების სისტემისგან განრიდებულთა დაკავშირების მიზნით;
• ახდენს პირობით მსჯავრდებულთა დაკავშირება იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს შეუწყობენ პირობით მსჯავრდებულების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას;
• აქტიურად მონაწილეობს პრობაციის ბიუროს ფარგლებში ფუნქციონირებად მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობაში;
• ახდენს მომსახურების მიწოდებისათვის გათვალისწინებული ფორმების დაწესებულ ვადებში შევსებას;
• თანამშრომლობს (საჭიროების შემთხვევაში) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკებთან;
• მონაწილეობს სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების და/ან განხორციელების პროცესში;
• ახდენს ტრენინგების ორგანიზებას და ჩატარებას როგორც პირობით მსჯავრდებულებისათვის, ასევე პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვა თანამშრომელთათვის;
• ახდენს საჭიროებისამებრ, პროფესიული საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზებას;
• ახდენს საჭიროებისამებრ, სოციალური მუშაობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკის სწავლების სტუდენტების ზედამხედველობას მათ უმაღლეს სასწავლებლებთან გაფორმებული ურთიერთგაგების შეთანხმების ფარგლებში;
• ამზადებს საჭიროებისამებრ, პირობით მსჯავრდებულისათვის გამოსაცდელი ვადის შემცირებისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადასაწყვეტად, შესაბამისი რეკომენდაციებს;
• მონაწილეობს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიმართულებით, პროფესიული სტანდარტების შემუშავებასა და განხორციელებაში;
• ახდენს სამუშაო პროცესში გამოვლენილი პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირებას და განხილვას სამმართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან;
• ასრულებს, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება სოციალურ სამუშაოში ან სხვა სფეროში (პირებს, რომელთაც არ აქვთ უმაღლესი განათლება სოციალურ სფეროში სავალდებულოა სასერტიფიკატო კურსი);
ბ) სოციალური მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მსჯავრდებულებთან მუშაობის გამოცდილებას);
გ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის კარგი ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა;
ე) ტრენინგების ჩატარების გამოცდილება (სასურველი);
ვ) სოციალური პროგრამების ან/და მომსახურებების მონიტორინგის გამოცდილება (სასურველი);
ზ) სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების ან/და განხორციელების გამოცდილება (სასურველი);
თ) უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში შესაბამისი ენების ცოდნა (სასურველი).

საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);
გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
დ) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი;
ე) "სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონი;
ვ) "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონი;
ზ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიუდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანება;
თ) "არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანება;
ი) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის
დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3
ივლისის №52 ბრძანება;
კ) "მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის
შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 5 ივნისის №39 ბრძანება;
ლ) "ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის
განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/ №23 ერთობლივი ბრძანება;
მ) "მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ –
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის
კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 3 ივლისის №68 ბრძანება.

კონკურსის ეტაპები:
- განცხადების გადარჩევა;
- წერითი დავალება;
- გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაცია:
საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

• Curriculum Vitae (CV);
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი, ან შესაბამისი სერტიფიკატი (სოციალური სამუშაო);

კანდიდატის წერით დავალებაზე/გასაუბრებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება წარმოადგენს კანდიდატის წერით დავალებაზე/გასაუბრებაზე დაუშვებლობის საფუძველს. მიუხედავად იმისა, გამოუცხადებლობა ან დაგვიანება საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
კონკურსის მონაწილე, წერითი დავალებისას, ყველა კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, ფასდება 100 ქულით. მინიმალური გადასალახი ბარიერია 70 ქულა.
კონკურსი ითვლება გავლილად კონკურსის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.
კანდიდატები ვალდებულნი არიან კონკურსზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველო ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ათი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

FaceBook Twitter Google