პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს თბილისის პირველი განყოფილების ინსპექტორი (გუშაგი)

 


ვაკანსია
თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს თბილისის პირველი განყოფილების ინსპექტორი (გუშაგი)
დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა  - 20.05.2018წ.
თანამდებობრივი სარგო - 1120
ადგილების რაოდენობა - 2
სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
ფუნქცია-მოვალეობები:
• ბადრაგირების ჩატარების წინ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჩხრეკის ჩატარებისას გუშაგთა ცვლის უფროსისათვის დახმარების გაწევა;
• ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანის ან დაცვისას ყოფნის სხვა ადგილებში მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის განხორციელება;
• ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვა და გაქცევის მცდელობის აღკვეთა;
• ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესზე დროულად მიყვანა განსაზღვრული მარშრუტის დაცვით;
• სასამართლო დარბაზისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკნის დათვალიერება და შემოწმება;
• ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უცხო პირებისაგან იზოლირების უზრუნველყოფა, აკრძალული ნივთების და საგნების გადაცემის აღკვეთა;
• კანონმდებლობის თანახმად იარაღისა და ხელბორკილების გამოყენება;
• ბადრაგირების განხორციელებისას ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ ძალის გამოყენება მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისას ან კანონიერ მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში;
• საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი ან სრული ზოგადი განათლება;
• მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
• უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
• მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა
• ფიზიკური ნორმატივები
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);
ბ) პატიმრობის კოდექსი;
გ) საქართველოს კანონი "სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ";
დ) საქართველოს კანონი "იარაღის შესახებ";
ე) ,,ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანება;
ვ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ზ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;
თ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №142 ბრძანება;
ი) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზ.ანჯაფარიძის ქ. N27
საკონტაქტო ტელეფონი - 2312745
დამატებითი ინფორმაცია:
1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
ა)Curriculum Vitae (CV);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
3. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) სპეციალური შემოწმება.
4. კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზ.ანჯაფარიძის  ქ. N27).
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

FaceBook Twitter Google