N15 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი

ვაკანსია

თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N15 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების  ინსპექტორი

დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 19.05.2018წ.

თანამდებობრივი სარგო - 1120

ადგილების რაოდენობა - 1

სამსახურის ადგილმდებარეობა - მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი

სამუშაოს ტიპი - არანორმირებული

გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

 

ფუნქცია-მოვალეობები:

1.უზრუნველყოფს დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთებისა და ნივთიერებების

ამოღებას, მიღების არხების გამოვლენას და აღკვეთას;

2.აკონტროლებს დაწესებულების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების

გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვას;

3. აკონტროლებს დაწესებულების ტერიტორიაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებს;

4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამოწმებს დაწესებულების

ტერიტორიას, შენობა-ნაგებობას და ტერიტორიაზე მყოფ მსჯავრდებულებს და სხვა პირებს,

მათ ნივთებს, ნივთიერებებს, ადგილსამყოფელს და სატრანსპორტო საშუალებებს;

5. ამოწმებს და ორგანიზებას უკეთებს ამანათების მიღება-გაგზავნას;

6. ახორციელებს ფსიქოტროპული პრეპარატების მსჯავრდებულთათვის გადაცემისა და

მოხმარების მონიტორინგს;

7. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს გაქცეულ მსჯავრდებულთა ძებნაში;

8. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ სამძებრო

საქმიანობას და აღრიცხავს ამ კანონით განსაზღვრულ დოკუმენტებს, აკონტროლებს მათ

დროულად მიღება-გაგზავნას და შენახვას.

9. მონაწილეობას იღებს რისკების შეფასებისა და დადგენის პროცესში ;

10. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და

ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
  • სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია);
  • მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.
  • ასაკი - 18 წელი

 

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ბ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

გ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ  ანჯაფარიძის ქუჩა №27

საკონტაქტო ტელეფონი - 2312745

 

დამატებითი ინფორმაცია:

  1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 5  კალენდარული დღის განმავლობაში.
  2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

ა) Curriculum Vitae (CV);

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

  1. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) სპეციალური შემოწმება.
  2. კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ  ანჯაფარიძის ქუჩა №27).

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.  კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

 

FaceBook Twitter Google