N18 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი

ვაკანსია

თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N18 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი

დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 11.05.2018წ.

თანამდებობრივი სარგო - 1120

ადგილების რაოდენობა - 1

სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი

სამუშაოს ტიპი - არანორმირებული

გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს ფხიზლად, კანონის მოთხოვნათა, პროფესიული და ეთიკის ნორმების დაცვით;
  • თვალყურს ადევნებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით დადგენილი წესების შესრულებას და მათი მოთხოვნების დარღვევისას დაუყონებლივ აცნობებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს და მოქმედებს მისი მითითებით, დადგენილი წესის თანახმად;
  • კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას მონაწილეობას იღებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრულ და არასრულ შემოწმებაში. საკნების/პალატების, სხვა სივრცეებისა და სათავსოების შემოწმება-დათვალიერებაში და უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიების გატარებაში;
  • ასრულებს მთავარი ინსპექტორის, უფროსი ინსპექტორისა და დადგენილი წესით ოპერატიული მორიგის მითითებებს;
  • დღის საათებში თან აქვს მის სამოქმედო დანაყოფზე განთავსებული საკნების/პალატების და სხვა სივრცეების კარის გასაღები, კავშირის საშუალებები ან/და მასზედ განპიროვნებული სხვა ნივთები და არ დაუშვას მათი სხვისთვის გადაცემა;
  • მორიგეობის გადაბარებისას სამოქმედო დანაყოფებზე არსებული ვითარების შესახებ დეტალურად აწვდის ინფორმაციას უფროს ინსპექტორს, ხოლო მორიგეობის ჩაბარებისას მისგან იღებს ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ;
  • უფროსი ინსპექტორისგან იბარებს საკნის/პალატის და სხვა სივრცეების გასაღებს;
  • საგუშაგოს მიღება-ჩაბარებისას დანაყოფის სამორიგეო ცვლის უფროს ინსპექტორთან ერთად ახდენს საკნებში/პალატებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რიცხობრივ, ვიზუალურ გადათვლას და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიღებას ადასტურებს წინა სამორიგეო ცვლის საგუშაგოს უწყისზე ხელის მოწერით;
  • აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს საგუშაგო უწყისში და მოახსენებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს;
  • თუ მორიგეობის მიღება-ჩაბარების მომენტში რომელიმე ბრალდებული/მსჯავრდებული კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებების გამო არ იმყოფება ადგილზე, ამის შესახებ ატყობინებს დანაყოფის სამორიგეო ცვლის უფროს ინსპექტორს;
  • უზრუნველყოფს სამოქმედო დანაყოფზე განთავსებულ სივრცეებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაადგილებას;
  • საკნებში/პალატებში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევაზე ზედამხედველობას აწარმოებს სათვალთვალო ღიობიდან;
  • საკნის/პალატის კარების გაღებამდე სათვალთვალო ღიობის მეშვეობით რწმუნდება საკანში/პალატაში შესვლის უსაფრთხოებაზე;
  • კარების გაღების შემდეგ დგება შესასვლელში და თვალყურს ადევნებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევას და საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში გარედან კეტავს საკანში/პალატაში შესასვლელ კარებს;
  • იღებს ზომებს საკნებიდან/პალატებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაუგეგმავი გამოსვლის თავიდან ასაცილებლად და მათი მხრიდან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღსაკვეთად;
  • ღამის საათებში არ უშვებს სხვადასხვა საკნებში/პალატებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთმანეთთან კონტაქტს;
  • ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში რადიო სადგურის საშუალებით აცნობებს ოპერატიულ მორიგეს და იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
  • მსჯავრდებულის მიერ ზეპირი მოთხოვით ან საჩივრით მიმართვისას აცნობებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს;
  • დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე ან/და ბრალდებული/მსჯავრდებული წარმოადგენს საფრთხეს გარშემომყოფთათვის, კანონმდებლობის შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოახსენებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს და შემდგომი მითითების შესაბამისად მონაწილეობს განცალკევებით მის მოთავსებაში;
  • უმეთვალყურეოდ დატოვებული ბარათების, საგნების, ნივთიერებების და წერილების აღმოჩენის (პოვნის) შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს და იღებს ზომებს ადგილზე მათ დასაცავად;
  • თვითმკვლელობის/თვითდაზიანების ან ასეთის მცდელობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს, ამასთან იღებს ზომებს თვითმკვლელობის/თვითდაზიანების აღსაკვეთად;
  • სამუშაო საათების დასრულებისთანავე გაწეული საქმიანობისა და შედეგების შესახებ მოახსენებს უფროს ინსპექტორს;
  • საგუშაგოს გადაბარების შემდეგ შესაბამისი დანაყოფის უფროს ინსპექტორს აბარებს დანაყოფის საგუშაგო უწყისს და მთავარი ინსპექტორის ნებართვით თავისუფლდება სამორიგეო ცვლის შემადგენლობიდან;
  • ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საჯარო სამსახურში ან სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა;
  • ასაკი - 18 წელი

 

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ბ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

გ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27

საკონტაქტო ტელეფონი - 2312745

 

დამატებითი ინფორმაცია:

  1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
  2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

ა) Curriculum Vitae (CV);

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

  1. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
  2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) სპეციალური შემოწმება.
  3. კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27).

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.  კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

FaceBook Twitter Google