N17 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი

ვაკანსია

თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი

დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 11.05.2018წ.

თანამდებობრივი სარგო - 1120

ადგილების რაოდენობა - 2

სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. რუსთავი

სამუშაოს ტიპი - არანორმირებული

გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს ფხიზლად, კანონის მოთხოვნათა, პროფესიული და  ეთიკის ნორმების დაცვით;
  • იცავს სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს, ამასთან, კომპეტენციის ფარგლებში, დღის განრიგის, არსებული ვითარების გათვალისწინებით დახმარებას უწევს სამოქმედო დანაყოფზე განწესებულ სხვა განყოფილებების მოსამსახურეებს დაკისრებულ მოვალეობათა შეასრულებაში;
  • თვალყურს ადევნებს მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით დადგენილი წესების შესრულებას და მათი მოთხოვნების  დარღვევისას დაუყოვნებლივ აცნობებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს და მოქმედებს მისი მითითებით, დადგენილი წესის თანახმად;
  • კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას მონაწილეობას იღებს მსჯავრდებულთა სრულ და არასრულ შემოწმებაში. სპეციალური საკნების/საერთო საცხოვრებლის, სხვა სივრცეებისა და სათავსოების შემოწმება-დათვალიერებაში და უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიების გატარებაში;
  • ასრულებს შესაბამისი დანაყოფის მთავარი ინსპექტორის, უფროსი ინსპექტორის და დადგენილი წესით ოპერატიული მორიგის მითითებებს;
  • დღის საათებში თან აქვს მის სამოქმედო დანაყოფზე განთავსებული სპეციალური საკნების/საერთო საცხოვრებლის  და სხვა სივრცეების კარის გასაღები, კავშირის საშუალებები ან/და მასზედ განპიროვნებული სხვა ნივთები და არ უშვებს გასაღებების სხვისთვის გადაცემას ან/და  კარებში დატოვება;
  • მორიგეობის გადაბარებისას სამოქმედო  დანაყოფებზე არსებული ვითარების შესახებ დეტალურად აწვდის ინფორმაციას უფროს ინსპექტორს, ხოლო მორიგეობის ჩაბარებისას მისგან იღებს ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ და შესაბამის მითითებებს;
  • უფროსი ინსპექტორისგან იბარებს სპეციალური საკნის/საერთო საცხოვრებლის და სხვა სივრცეების გასაღებს;
  • ახდენს დასაცავი ობიექტების და შესაბამისი ინვენტარის, კერძოდ: სპეციალური საკნების/საერთო საცხოვრებლის, პალატების, ჰოლების, გასახდელების, საშხაპეების და სხვა ოთახების, კარების, საკეტების, ინვენტარის, ცხაურების, განათების, სატელეფონო და სასიგნალიზაციო საშუალებების, საკომუნიკაციო შახტების,  ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების, ეზოს ინვენტარის, გრძელი სკამების, ტელეფონების მსჯავრდებულთა კომუნიკაციისათვის, კორპუსის კედელზე გამავალი ხილული კომუნიკაციების, ეზოში სანიაღვრეებისა და ჭების, ეზოს კარებების, ეზოს გამწვანების, ეზოს სარწყავი სისტემების, შადრევნების, აგრეთვე სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმების შემოწმებას. რწმუნდება  მათ გამართულობაში. შემოწმების შედეგების შესახებ ადგენს  ოქმს და წარუდგენს უფროს ინსპექტორს;
  • საგუშაგოს მიღება-ჩაბარებისას დანაყოფის სამორიგეო ცვლის უფროს ინსპექტორთან ერთად ახდენს სპეციალურ საკნებში/საერთო საცხოვრებლში, განთავსებულ  მსჯავრდებულთა რიცხობრივ, ვიზუალურ გადათვლას და მსჯავრდებულთა მიღებას ადასტურებს წინა სამორიგეო ცვლის საგუშაგოს უწყისზე ხელის მოწერით;
  • აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს საგუშაგო უწყისში და ამის თაობაზე მოახსენებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს;
  • მორიგეობის მიღება-ჩაბარების მომენტში კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას რომელიმე მსჯავრდებულის ადგილზე არ ყოფნის შესახებ ატყობინებს დანაყოფის სამორიგეო ცვლის უფროს ინსპექტორს;
  • უზრუნველყოფს სამოქმედო დანაყოფზე განთავსებულ სივრცეებში მსჯავრდებულთა გადაადგილებას;
  • სპეციალურ საკნებში/საერთო საცხოვრებლში მოთავსებულ მსჯავრდებულთა ქცევაზე ზედამხედველობას  აწარმოებს სათვალთვალო ღიობიდან;
  • სპეციალური საკნის/საერთო საცხოვრებლის კარების გაღებამდე სათვალთვალო ღობის მეშვეობით რწმუნდება სპეციალურ საკანში/საერთო საცხოვრებლში  შესვლის უსაფრთხოებაში;
  • კარების გაღების შემდეგ დგება შესასვლელში და თვალყურს ადევნებს მსჯავრდებულთა ქცევას და საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში გარედან კეტავს სპეციალურ საკანში/საერთო საცხოვრებლში შესასვლელ კარებს;
  • დღის განრიგით გათვალისწინებულ დროებში სპეციალურ საკანში/საერთო საცხოვრებლში მყოფ მსჯავრდებულთა მიერ, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესების დარღვევისას სპეციალური საკნის/საერთო საცხოვრებლის კარების სარკმელიდან აფრთხილებს მათ და მოითხოვს წესრიგის დაცვას, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ატყობინებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს;
  • სპეციალურ საკანში/საერთო საცხოვრებლში ან დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენისას ან  მისი მცდელობისას, ასევე უწესრიგობის შემთხვევაში (ჩხუბი, დაუმორჩილებლობა ან სხვა საეჭვო მოქმედება) საგუშაგოს დატოვების გარეშე, ამის თაობაზე აცნობებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს და მოქმედებს მათი მითითების შესაბამისად;
  • უფროსი ინსპექტორის ნებართვით სპეციალური საკნის/საერთო საცხოვრებლის კარების გაღებას ახდენს მეორე ინსპექტორ-კონტროლიორის, ხოლო ღამის საათებში მეორე ინსპექტორ-კონტროლიორისა და უფროსი ინსპექტორის თანდასწრებით;
  • იღებს ზომებს სპეციალური საკნებიდან/საერთო საცხოვრებლიდან მსჯავრდებულთა დაუგეგმავი გამოსვლის თავიდან ასაცილებლად  და მათი მხრიდან სხვა კანონსაწინააღმდეგო  ქმედებების აღსაკვეთად;
  • ღამის საათებში არ უშვებს სხვადასხვა სპეციალურ საკნებში/საერთო საცხოვრებლში განთავსებულ მსჯავრდებულთა ერთმანეთთან კონტაქტს;
  • დაუყოვნებლივ ახდენს რეაგირებას მსაჯვრდებულის მიერ სპეციალური საკნებიდან/საერთო საცხოვრებლიდან გამოძახების  შემთხვევაზე;
  • დღის განრიგით დადგენილი ძილის საათების  მიხედვით უზრუნველყოფს  შუქების გამორთვას;
  • მსჯავრდებულთა მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში რადიო სადგურის საშუალებით აცნობებს ოპერატიულ მორიგეს და იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
  • სხვა საგუშაგოზე თავდასხმისას დაუყოვნებლივ ატყობინებს ოპერატიულ მორიგეს და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს თავდასხმის მოგერიებაში;
  • ხანძრის კერის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს უფროს ინსპექტორს, მთავარ ინსპექტორს ან/და ოპერატიულ მორიგეს და იღებს ზომებს მის ჩასაქრობად იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედება მისი სიცოცხლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს;
  • კორპუსიდან გაყვანისას (შეხვედრები, ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები ა.შ.) მონაწილეობს თავის სამოქმედო დანაყოფიდან მსჯავრდებულთა ორგანიზებულად გაყვანაში, მსჯავრდებულებს აბარებს გამცილებელს რაოდენობითა და სახელობით და ასევე იღებს მათ რაოდენობითა და სახელობით;
  • უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს აცნობებს მსჯავრდებულის ზეპირი მოთხოვნით/საჩივრით მიმართვის შესახებ;
  • დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, რომ მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე ან/და მსჯავრდებული წარმოადგენს საფრთხეს გარშემომყოფთათვის, კანონმდებლობის შესაბამისად, დაუყოვნებლივ აცნობებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს და შემდგომი მითითების შესაბამისად მონაწილეობს განცალკევებით მის მოთავსებაში;
  • უმეთვალყურეოდ დატოვებული ბარათების, საგნების, ნივთიერებების და წერილების აღმოჩენის (პოვნის) შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს და იღებს ზომებს ადგილზე  მათ დასაცავად;
  • თვითმკვლელობის/თვითდაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს, ამასთან იღებს ზომებს თვითმკვლელობის/თვითდაზიანების აღსაკვეთად;
  • თვითმკვლელობის/თვითდაზიანების შემთხვევაში  სპეციალურ საკანში/საერთო საცხოვრებელში კარების სარკმლიდან მოუწოდებს და აძლევს ინსტრუქციას სპეციალურ საკანში/საერთო საცხოვრებელში მყოფ მსჯავრდებულებს არ დაუშვან თვითმკვლელობა/თვითდაზიანება და დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულს. დანაყოფში მყოფ დაწესებულების სხვა მოსამსახურეებთან ერთად იღებს ზომებს დაზარალებულის გადასარჩენად. შემთხვევისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში ოპერატიულ მორიგეს;
  • სამუშაო საათების დასრულებისთანავე გაწეული საქმიანობისა და შედეგების შესახებ მოახსენებს  უფროს ინსპექტორს;
  • საგუშაგოს გადაბარების შემდეგ შესაბამისი დანაყოფის უფროს ინსპექტორს აბარებს დანაყოფის საგუშაგო უწყისს. მთავარი ინსპექტორის ნებართვით თავისუფლდება სამორიგეო ცვლის შემადგენლობიდან;
  • ტოვებს კორპუსს მთავარ ინსპექტორთან ან ოპერატიულ მორიგესთან შეთანხმებით;
  • ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საჯარო სამსახურში ან სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა;
  • ასაკი - 18 წელი

 

 

 

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ბ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

გ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27

საკონტაქტო ტელეფონი - 2312745

 

დამატებითი ინფორმაცია:

  1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
  2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

ა) Curriculum Vitae (CV);

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

  1. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
  2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) სპეციალური შემოწმება.
  3. კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27).

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.  კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

FaceBook Twitter Google