N16 პენიტენციური დაწესებულების სექტორის ინსპექტორ-კონტროლიორი

 

ვაკანსია

თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციური დაწესებულების სექტორის ინსპექტორ-კონტროლიორი

დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 11.05.2018წ.

თანამდებობრივი სარგო - 1120

ადგილების რაოდენობა - 1

სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი

სამუშაოს ტიპი - არანორმირებული

გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

 

ფუნქცია-მოვალეობები:

1. სამსახურში ცხადდება დროულად, მოწესრიგებული, ფორმის ტანსაცმლით;

2. სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს ფხიზლად, კანონმდებლობის მოთხოვნათა, პროფესიული და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვით;

3. იცავს სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს, ამასთან, კომპეტენციის ფარგლებში, დღის განრიგის, არსებული ვითარების გათვალისწინებით დახმარებას უწევს სოციალურ მუშაკებს, ფსიქოლოგებს და სამოქმედო დანაყოფზე განწესებულ სხვა განყოფილებების მოსამსახურეებს  დაკისრებულ მოვალეობათა შეასრულებაში. ურთიერთობს მათთან პატივისცემის და ნდობის პრინციპზე დაყრდნობით;

4. თვალყურს ადევნებს მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით დადგენილი წესების შესრულებას და მათი მოთხოვნების  დარღვევისას დაუყოვნებლივ აცნობებს დანაყოფის მთავარ ინსპექტორს, ან/და საცხოვრებელი სექტორის მენეჯერს და მოქმედებს მათი მითითებით, დადგენილი წესის თანახმად;

5. კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას მონაწილეობას იღებს მსჯავრდებულთა სრულ და არასრულ შემოწმებაში. საკნების, სხვა სივრცეებისა და სათავსოების შემოწმება-დათვალიერებაში და უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიების გატარებაში;

6. ასრულებს შესაბამისი დანაყოფის მთავარი ინსპექტორის, საცხოვრებელი სექტორის მენეჯერის და დადგენილი წესით ოპერატიული მორიგის მითითებებს, საჭიროების შემთხვევაში დროებით ითავსებს სხვა მოსამსახურის ფუნქციებს;

7. ევალება დღის საათებში თან იქონიოს მის სამოქმედო დანაყოფზე განთავსებული საკნების და სხვა სივრცეების კარებების გასაღებები, კავშირის საშუალებები ან/და მასზედ განპიროვნებული სხვა ნივთები და არ დაუშვას მათი სხვისთვის გადაცემა. დაუშვებელია გასაღებების კარებში დატოვება;

8. მორიგეობის გადაბარებისას სამოქმედო  დანაყოფებზე არსებული ვითარების შესახებ დეტალურად აწვდის ინფორმაციას შესაბამისი საცხოვრებელი სექტორის მენეჯერს, ხოლო მორიგეობის ჩაბარებისას მისგან იღებს ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ და ასევე ასრულებს შესაბამის მითითებებს;

9. საგუშაგოების  მიღება-ჩაბარების დროს და მის დაწყებამდე  30 წუთით ადრე, წყვეტს მსჯავრდებულთა ყოველგვარ გადაადგილებას, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა;

10. დანაყოფის წინა და ახალი ცვლის მთავარ ინსპექტორების ბრძანების საფუძველზე ახდენს საგუშაგოების მიღება-ჩაბარებას. საგუშაგოს მიღების შემდეგ აწარმოებს ახალი სამორიგეო ცვლის დანაყოფის მთავარი ინსპექტორისაგან მიღებულ საგუშაგო უწყისს;

11. მთავარი ინსპექტორისაგან იბარებს საკნის და სხვა სივრცეების გასაღებებს;

12. ამოწმებს საგუშაგოსა და დანაყოფების მიხედვით დასაცავ ობიექტებს და შესაბამის ინვენტარს, კერძოდ: საკნებს, ჰოლებს, გასახდელებს, საშხაპეებს, სამრეცხაოებს, საშრობებს, სამლოცველო და სხვა ოთახებს, სახანძრო კიბეზე  და სხვა კორპუსში გასასვლელ კარებებს, საკეტებს, ინვენტარს, ცხაურებს, განათებას, სატელეფონო და სასიგნალიზაციო საშუალებებს, საკომუნიკაციო შახტებს,  ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებს. ეზოს ინვენტარს, ფანჩატურებს, გრძელ სკამებს, ტელეფონებს მსჯავრდებულთა კომუნიკაციისათვის, კორპუსის კედელზე გამავალ ხილულ კომუნიკაციებს, ეზოში სანიაღვრეებსა და ჭებს, ეზოს კარებებს, ეზოს გამწვანებას, ეზოს სარწყავ სისტემებს, შადრევნებს, სანიტარულ ჰიგიენურ ნორმებს და დანაყოფზე არსებულ სხვენში ასასვლელს. რწმუნდება  მათ გამართულობაში. შემოწმების შედეგების შესახებ ადგენს  ოქმს და წარუდგენს შესაბამისი საცხოვრებელი სექტორის მენეჯერს;

13. საგუშაგოს მიღება-ჩაბარებისას დანაყოფის სამორიგეო ცვლის მთავარ ინსპექტორთან ერთად ახდენს საკნებში განთავსებულ  მსჯავრდებულთა რიცხობრივ, ვიზუალურ გადათვლას და მსჯავრდებულთა მიღებას.  ადასტურებს წინა სამორიგეო ცვლის საგუშაგოს უწყისზე ხელის მოწერით;

14. აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს საგუშაგო უწყისში და ამის თაობაზე მოახსენებს დანაყოფის მთავარ ინსპექტორს ან/და საცხოვრებელი სექტორის მენეჯერს;

15. თუ მორიგეობის მიღება-ჩაბარების მომენტში რომელიმე მსჯავრდებული კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებების გამო არ იმყოფება ადგილზე, ამის შესახებ ახსენებს დანაყოფის სამორიგეო ცვლის მთავარ ინსპექტორს  დანაყოფის მიღება-ჩაბარების ჟურნალში აღნიშვნის გასაკეთებლად;

16. უზრუნველყოფს სამოქმედო დანაყოფზე განთავსებულ სივრცეებში მსჯავრდებულთა გადაადგილებას;

17. საგუშაგოზე (დანაყოფზე) უცხო პირების გამოჩენისას, რომლებიც არ არიან უფლებამოსილნი იმყოფებოდნენ საგუშაგოზე (დანაყოფზე), შეაჩერებს მათ და ატყობინებს დანაყოფის მთავარ ინსპექტორს ან/და საცხოვრებელი სექტორის მენეჯერს;

18. საკნებში მოთავსებულ მსჯავრდებულთა ქცევაზე ზედამხედველობას  აწარმოებს სათვალთვალო ღიობიდან;

19. საკნის კარების გაღებამდე სათვალთვალო ღობის მეშვეობით რწმუნდება საკანში შესვლის უსაფრთხოებაში;

20. კარების გაღების შემდეგ დგება შესასვლელში და თვალყურს ადევნებს მსჯავრდებულთა ქცევას და საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში გარედან კეტავს საკანში შესასვლელი კარებს;

21. დღის განრიგით გათვალისწინებულ დროებში საკანში მყოფ მსჯავრდებულთა მიერ, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესების დარღვევისას საკნის კარების სარკმელიდან აფრთხილებს მათ და მოითხოვს წესრიგის დაცვას, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ატყობინებს დანაყოფის მთავარ ინსპექტორს ან/და საცხოვრებელი სექტორის მენეჯერს;

22. საკანში ან დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენისას ან  მისი მცდელობისას, ასევე უწესრიგობის შემთხვევაში (ჩხუბი, დაუმორჩილებლობა ან სხვა საეჭვო მოქმედება) საგუშაგოს დატოვების გარეშე, ამის თაობაზე აცნობებს დანაყოფის მთავარ ინსპექტორს ან/და საცხოვრებელი სექტორის მენეჯერს და მოქმედებს მათი მითითების შესაბამისად;

23. საკნის კარების გაღებას ახდენს მეორე ინსპექტორ-კონტროლიორის, ხოლო ღამის საათებში მეორე ინსპექტორ-კონტროლიორისა და მთავარი ინსპექტორის თანდასწრებით;

24. იღებს ზომებს საკნებიდან მსჯავრდებულთა დაუგეგმავი გამოსვლის თავიდან ასაცილებლად და მათი მხრიდან სხვა კანონსაწინააღმდეგო  ქმედებების აღსაკვეთად;

25. ღამის საათებში არ უშვებს სხვადასხვა საკნებში განთავსებულ მსჯავრდებულთა ერთმანეთთან კონტაქტს;

26. დაუყოვნებლივ ახდენს რეაგირებას მსაჯვრდებულის მიერ საკნიდან გამოძახების  შემთხვევაზე;

27. დღის განრიგით დადგენილი ძილის საათების  მიხედვით უზრუნველყოფს  შუქების გამორთვას;

28. მსჯავრდებულთა მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში რადიო სადგურის საშუალებით აცნობებს საცხოვრებელი სექტორის მენეჯერს ან/და სამორიგეო ცვლის მენეჯერს და იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

29. სხვა საგუშაგოზე თავდასხმისას დაუყოვნებლივ ატყობინებს საცხოვრებელი სექტორის მენეჯერს და ოპერატიულ მორიგეს. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს თავდასხმის მოგერიებაში;

30. ხანძრის კერის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს საცხოვრებელი სექტორის მენეჯერს, ოპერატიულ მორიგეს და იღებს ზომებს მის ჩასაქრობად იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედება მისი სიცოცხლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს;

31. საცხოვრებელი სექტორიდან გაყვანისას (შეხვედრები, ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები, სწავლება, დასაქმება, სოციალური პროგრამები, სპორტული აქტივობა და ა.შ.) მონაწილეობს თავის სამოქმედო დანაყოფიდან მსჯავრდებულთა ორგანიზებულად გაყვანაში, მსჯავრდებულებს აბარებს გამცილებელს რაოდენობითა და სახელობით და ასევე იღებს მათ რაოდენობითა და სახელობით;

32. სხვა დანაყოფებზე მსჯავრდებულთა გადასვლისას ამოწმებს მათ მოწესრიგებულობას;

33. იმ შემთხვევაში თუ  მსჯავრდებული მიმართავს ზეპირი მოთხოვით ან საჩივრით,  ამის თაობაზე აცნობებს მთავარ ინსპექტორს ან/და საცხოვრებელი ცვლის მენეჯერს;

34. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე ან/და მსჯავრდებული წარმოადგენს საფრთხეს გარშემომყოფთათვის, კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ახსენებს მთავარ ინსპექტორს ან/და საცხოვრებელი ცვლის მენეჯერს და შემდგომი მითითების შესაბამისად მონაწილეობს განცალკევებით მის მოთავსებაში;

35. უმეთვალყურეოდ დატოვებული ბარათების, საგნების, ნივთიერებების და წერილების აღმოჩენის (პოვნის) შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს დანაყოფის მთავარ ინსპექტორს ან/და საცხოვრებელი ცვლის მენეჯერს და იღებს ზომებს ადგილზე  მათ დასაცავად;

36. თვითმკვლელობის/თვითდაზიანების ან ასეთის მცდელობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს დანაყოფის მთავარ ინსპექტორს ან/და საცხოვრებელი სექტორის მენეჯერს;

37. საკანში თვითმკვლელობის/თვითდაზიანების ან ასეთის მცდელობის შემთხვევაში, საკნის კარების სარკმლიდან მოუწოდებს და აძლევს ინსტრუქციას საკანში მყოფ მსჯავრდებულებს არ დაუშვან თვითმკვლელობა/თვითდაზიანება ან ასეთის  მცდელობა და დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულს. დანაყოფში მყოფ დაწესებულების სხვა მოსამსახურეებთან ერთად იღებს ზომებს დაზარალებულის გადასარჩენად. შემთხვევისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს დანაყოფის მთავარ ინსპექტორს, საცხოვრებელი სექტორის მენეჯერს და ოპერატიულ მორიგეს;

38. სამედიცინო პუნქტში დამატებით ვალდებულია: ხელი შეუწყოს  დღის განრიგისა და სამკურნალო რეჟიმის განხორციელებას და ჰქონდეს ინფორმაცია  მსჯავრდებულის ფიზიკური  შესაძლებლობების შესახებ;

39. თან ახლდეს სამედიცინო პერსონალს საკნების შემოვლისა და შემოწმებისას. მათთან ერთად საკანში შევიდეს მხოლოდ სამედიცინო პერსონალის მხრიდან ობიექტური გარემოებებით გამოწვეული მოთხოვნის შემთხვევაში;

40. სამუშაო საათების დასრულებისთანავე გაწეული საქმიანობისა და შედეგების შესახებ მოახსენებს  საცხოვრებელი სექტორის მენეჯერს;

41. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

42. ინსპექტორ-კონტროლიორს ეკრძალება:

ა) საგუშაგოს დატოვება საცხოვრებელი სექტორის მენეჯერის, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში შესაბამისი მთავარი ინსპექტორის ნებართვის გარეშე;

ბ) საცხოვრებელი სექტორის მენეჯერის, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში შესაბამისი მთავარი ინსპექტორის ნებართვის გარეშე ღამის საათებში საკნის კარებების გაღება და მასში შესვლა;

გ) ღამის საათებში დღის განრიგით დადგენილი წესით ერთდროულად ორი ან მეტი საკნის გაღება.

დ) საკვების გადასაცემი სარკმლის ღიად დატოვება, როდესაც მსჯავრდებულები დღის განრიგით დადგენილი წესით საკანში არიან განთავსებული.

ე) სხვა საკანში მსჯავრდებულთა თვითნებურად გადაყვანა, მსჯავრდებულისათვის  რაიმე ნივთის გამორთმევა და შენახვა;

ვ) საგუშაგოზე ძილი, პრესისა და ლიტერატურის კითხვა.

ზ) მსჯავრდებულთან ისეთი ურთიერთობების დამყარება, რომელიც არ შედის მის სამსახურეობრივ უფლება მოვალეობებში;

თ) ხელმძღვანელობის მითითების გარეშე საკნებში საკვებისა და წყლის დარიგება, გაზეთების, წიგნების და ჟურნალების გადაცემა და სხვა ქმედების განხორციელება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საჯარო სამსახურში ან სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა;
  • ასაკი - 18 წელი

 

 

 

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ბ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

გ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27

საკონტაქტო ტელეფონი - 2312745

 

დამატებითი ინფორმაცია:

  1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
  2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

ა) Curriculum Vitae (CV);

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

  1. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
  2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) სპეციალური შემოწმება.
  3. კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27).

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.  კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

FaceBook Twitter Google