საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის რადიოლოგიის განყოფილების ექიმი (რენტგენოლოგი)
ვაკანსია
თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის რადიოლოგიის განყოფილების ექიმი (რენტგენოლოგი)
დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 29.04.2018
თანამდებობრივი სარგო - 1200
ადგილების რაოდენობა - 2
სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:

პაციენტებისთვის (ბრალდებულების/მსჯავრდებულების) სამედიცინო მომსახურების გაწევა ადგილობრივი სტანდარტებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დიაგნოსტიკური გამოკვლევების უზრუნველყოფა, მათ შორის რენტგენოგრაფიული, ლაბორატორიული, აუდიოლოგიური, ელექტრო-დიაგნოსტიკური ვიზუალური და ალერგიული ტესტებისა;
პაციენტის (ბრალდებულების/მსჯავრდებულების) ჩივილების მოსმენა;
ანამნეზის შედგენა;
რადიოლოგიური კვლევების შედეგების შეფასება, სათანადო დასკვნების გაკეთება, მკურნალობის ან შემდგომი კვლევის სწორი ტაქტიკის განსაზღვრა;
რენტგენოგრამების აღწერა და დასკვნის გაკეთება;
შინაგანი ორგანოების სკრინინგი რენტგენოსკოპიური და რენტგენოგრაფიული დიაგნოსტირება;
დიაგნოსტიკის ჩატარების ტაქტიკის განსაზღვრა პაციენტის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით;
შერჩეული ტაქტიკის შესაბამისად კვლევის ჩატარება, არსებული სტანდარტებისა და წესების სრული დაცვით;
გამოკვლევის შედეგების ზუსტი და სრული ასახვა შესაბამის დასკვნაში;
მკურნალობის პროცესის მონიტორინგი და ინფორამციის ქონა არსებული პაციენების (ბრალდებულების/მსჯავრდებულების) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
სახელმწიფო სერტიფიკატით მინიჭებული უფლება-მოვალეობის შესრულება;
კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება;
დროული და ხარისხიანი დოკუმენტაციის წარმოება (გასინჯული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ინფრომაციის დაფიქსირება) სპეციალურად დადგენილი წესის შესაბამისად;
სამინისტროს დებულებით, სამედიცინო დეპარტამენტის დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციების, ასევე, ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი სამედიცინო რადიოლოგიაში;
გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).


საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);
ბ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;
გ) საქართველოს კანონი "პატიმრობის კოდექსი";
დ) საქართველოს კანონი "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ";
ე) საქართველოს კანონი "პაციენტის უფლებების შესახებ";
ვ) საქართველოს კანონი "საექიმო საქმიანობის შესახებ";
ზ) საქართველოს კანონი "ფსიქიატრიული დახმარების შესახებ";
თ) "ტექნიკური რეგლამენტის – "სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №317 დადგენილება;
ი) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
კ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება;
ლ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს.

დამატებითი ინფორმაცია:

საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე (  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
ა) Curriculum Vitae (CV);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) გასაუბრება;
კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27).

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ათი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

FaceBook Twitter Google