საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ზედამხედველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს სპეციალისტი
თანამდებობის დასახელება
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ზედამხედველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს ელექტრონული ზედამხედველობის სპეციალისტი (დამხმარე მოსამსახურე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე - სამუშაო ადგილი - აჭარის პრობაციის ბიურო)

დამსაქმებელი - სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 21.04.2018წ
თანამდებობრივი სარგო - 1150
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - ბათუმი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:
- ახორციელებს ელექტრონული მოწყობილობების დამონტაჟებას და მათზე მეთვალყურეობას;
- უზრუნველყოფს კონტროლს შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის ფორმით აღსრულებაზე;
- ახდენს ელექტრონული ზედამხედველობის სისტემის ადმინისტრირებას და ამ სისტემაში ასახული შეტყობინებების გადამისამართებას მონიტორინგის ცენტრის შესაბამის თანამშრომელზე და პრობაციის ბიუროს საქმისმწარმოებელ ოფიცერზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება(სასურველი);
ბ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა.

საკონკურსო თემატიკა:

ა) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
ბ),,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონი;
გ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანება;
დ) „შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №146 ბრძანება;

დამატებითი ინფორმაცია:
საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
• Curriculum Vitae (CV);
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც სრულად არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გასაუბრებაზე არ დაიშვება;
კონკურსი ითვლება გავლილად გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში;
კანდიდატები ვალდებულნი არიან გასაუბრებაზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გასაუბრებაზე დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ კანდიდატები და უფლებამოსილი პირები;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გამოცხადებული კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.

კონკურსის ეტაპები:
• განცხადების გადარჩევა;
• გასაუბრება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველო მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ათი სამუშაო დღის ვადაში აცნობებს კანდიდატს კონკურსის შედეგს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კანდიდატის გასაუბრებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება წარმოადგენს კანდიდატის გასაუბრებაზე დაუშვებლობის საფუძველს. მიუხედავად იმისა, გამოუცხადებლობა ან დაგვიანება საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
კონკურსი ითვლება გავლილად კონკურსის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.
კანდიდატები ვალდებულნი არიან კონკურსზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
FaceBook Twitter Google