საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი
ვაკანსია
თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი
დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 21.04.2018
თანამდებობრივი სარგო - 1200
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - გამოსაცდელი ვადის გარეშე

ფუნქცია-მოვალეობები:
1. კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო ხასიათის წერილებისა და საჩივრების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებებში, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ვიზიტი,ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან გასაუბრება, სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვა, შესწავლა, წერილებზე და საჩივრებზე პასუხის მომზადება, რეკომენდაციების მომზადება და გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლი; სავარაუდო სამედიცინო შეცდომის/გადაცდომის, სამედიცინო პერსონალის მიერ კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე კომმპეტენტურ ორგანოსთან გასაგზავნი წერილების მომზადება.
2. დაწესებულებებში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავებასა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
3. დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების შემუშავება.
4. პენიტენციურ სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა.
5. საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის გამხორციელება, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან გასაუბრება და შესაბამისი ოქმის შედგენა.
6. სასამართლო პროცესისთვის იურიდიული დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის თავმოყრა და მისი მიწოდების უზრუნველყოფა.
7. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან, სხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოსული რეკომენდაციების/შეკითხვების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება.
8. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დეპარტამენტში გამართული შეხვედრების/თათბირების დაოქმება.
9. დაწესებულებებში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების კონტროლი.
10. სამინისტროს დებულებით, სამედიცინო დეპარტამენტის დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციების, ასევე, ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი სამედიცინო ან იურიდიული განათლება;
ბ) ჯანდაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (მე-2 თავი);
ბ) საქართველოს კანონი "პატიმრობის კოდექსი";
გ) საქართველოს კანონი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი";
დ) საქართველოს კანონი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი";
ე) საქართველოს კანონი "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ";
ვ) საქართველოს კანონი "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ";
ზ) საქართველოს კანონი "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი" (მე-3 თავი);
თ) საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ";
ი) საქართველოს კანონი "სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ";
კ) საქართველოს კანონი "პაციენტის უფლებების შესახებ";
ლ) საქართველოს კანონი "საექიმო საქმიანობის შესახებ";
მ) საქართველოს კანონი "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ";
ნ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;
ო) "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულება;
პ) "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილება;
ჟ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
რ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანება; ჰტტპ://წწწ.მატსნე.გოვ.გე 01032004022038016952
ს) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების, წახალისების წესისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანება;
ტ) პენიტენციური დაწესებულებების დებულებები;
უ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენცია;
ფ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;
ქ) ციხის ევროპული წესები;
ღ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ ("პეკინის წესები").".

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27
საკონტაქტო ტელეფონი - 2312745
საკონტაქტო პირი - ნატო მიშველიძე

დამატებითი ინფორმაცია:
საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
ა) Curriculum Vitae (CV);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) გასაუბრება;
კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27).

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ათი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

FaceBook Twitter Google