საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
ვაკანსია
თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 20.04.2018
თანამდებობრივი სარგო - 1100
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
1. მონაწილეობს სამინისტროს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტების პროექტების მომზადებასა და ერთიანი ბიუჯეტის შემუშავებაში;
2. მოიპოვებს, განაზოგადებს და შესაბამისი კლასიფიკაციით აჯგუფებს პირველად მონაცემებს სამინისტროს სისტემის ბიუჯეტის დაგეგმისათვის ვერტიკალურ ჭრილში;
3. პერიოდულად ახორციელებს სტატისტიკური და ფინანსური მონაცემების ანალიზს, მათი პროგნოზირებისა და ხარჯების წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრულ პარამეტრებთან შესაბამისობის დაცვაზე კონტროლის დაწესების მიზნით;
4. მონაწილოებს წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებასა და წარდგენაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
5. უზრუნველყოფს თანამშრომლებისათვის ბანკში სახელფასო ანგარიშების გახსნას;
6. ამოწმებს შემოსული სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მიღება-ჩაბარების აქტებს და ხელშეკრულებების ურთიერთშესაბამისობის სისწორეს საბუღალტრო აღრიცხვის სამმარველოს თანამშრომლებთან ერთად;
7. ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ეკონომიკურ განათლებას მიენიჭება უპირატესობა);
ბ) საფინანსო მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (თავი VI - სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი);
ბ) საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ";
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (თავი III - ინფორმაციის თავისუფლება);
დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
ე) საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ";
ვ)საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ზ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება;
თ) "სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანება;
ი) "საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება (თავი IV - ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაცია, თავი V - არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაცია);
კ) "სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №112 ბრძანება.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27
საკონტაქტო ტელეფონი - 2312745
საკონტაქტო პირი - ნატო მიშველიძე

დამატებითი ინფორმაცია:
საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
ა)Curriculum Vitae (CV);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) გასაუბრება;
კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27).

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ათი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

FaceBook Twitter Google