საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკი
ვაკანსია
თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკი
დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 20.04.2018
თანამდებობრივი სარგო - 1065
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. რუსთავი, სოფელი მთისძირი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
1.ახორციელებს მოსამსახურეთა შორის უფლება-მოვალეობების განაწილებას და შესასრულებელი სამუშაოს კოორდინაციას;
2. კოორდინაციას უწევს მოსამსახურეების მუშაობას და დადგენილ ვადებში იღებს ანგარიშს შესრულებული სამუშაოს შესახებ.
3. ახორციელებს მოსამსახურის წახალისების/დასჯის საკითხის წარდგენას დაწესებულების დირექტორის მოადგილის (სოციალურ დარგში) წინაშე;
4. ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებების, მოთხოვნების და საჩივრების განხილვაზე ზედამხედველობას;
5. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს დაწესებულების ხელმძღვანელობას;
6. დაწესებულების დირექტორის მოადგილესთან (სოციალურ დარგში) შეთანხმებით უზრუნველყოფს დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
7. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის მიზნით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელოსბისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლის დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირთან - სოციალური მომსახურების სააგენთოსთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - დანაშაულის პრევენციის ცენტრთან და სხვა შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლა და კორდინაციის უზრუნველყოფა.
8. მონაწილეობს მოსამსახურეთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების განსაზღვრაში;
9.დაწესებულების დირექტორის მოადგილეს (სოციალურ დარგში) და პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს წარუდგენს შესრულებული სამუშაოს შესახებ წერილობით ანგარიშს განსაზღვრულ ვადებში;
10. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებაში);
ბ) სოციალურ სფეროში მოწყვლად ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;
გ) არასრულწლოვნებთან მუშაობის გამოცდილება (არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების სოციალური მუშაკისათვის);
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კანონი "პატიმრობის კოდექსი";
ბ) საქართველოს კანონი "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
გ) საქართველოს კანონი ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი";
დ) საქართველოს კანონი ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ";
ე) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის (ქცევის ზოგადი წესები) დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №145 ბრძანება;
ვ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;
ზ) ,,პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანება;
თ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;
ი) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
კ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;
ლ) ციხის ევროპული წესები;
მ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27
საკონტაქტო ტელეფონი - 2312745
საკონტაქტო პირი - ნატო მიშველიძე

დამატებითი ინფორმაცია:
საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
ა)Curriculum Vitae (CV);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) გასაუბრება;
კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27).

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ათი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

FaceBook Twitter Google