საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N2 პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკი
ვაკანსია
თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N2 პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკი
დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 20.04.2018
თანამდებობრივი სარგო - 1065
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. ქუთაისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
1.უზრუნველყოფს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, საექსპერტო გამოკვლევებზე გაყვანის საქმისწარმოებას;
2.საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის N82 ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი N18-ის და 181 შესაბამისად უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დახასიათებების მომზადებას კომპეტენციის ფარგლებში: შეწყალების დოკუმენტაციისათვის, პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობისათვის, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შესაბამისად;
3.შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას, ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით აცნობს სასჯელის მოხდის პირობებს, თავის უფლებებს და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს;
4. კომპეტენციის ფარგლებში, კონსულტაციას უწევს ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის ან საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის საჩივრის ადრესატის განსაზღვრის ან სხვა ტექნიკური საკითხის მოგვარების მიზნით;
5.კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებისა და საჩივრების განხილვას, კოორდინაციის გაწევას და მათზე რეაგირებას;
6.კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე შემისული წერილის ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გადაცემამდე შენახვას და მიმოწერის საიდუმლოების დაცვას;
7. უზრუნველყოფს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შესახებ ცნობების დაუყოვნებლივ მიწოდებას;
8. უზრუნველყოფს მოშიმშილე ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შესაბამისი მუშაობის წარმოებას;
9. უზრუნველყოფს დაწესებულებაში არსებული საჩივრების ყუთის გახსნას, დაკეტვას და შესაბამისი წესით დალუქვას, დაწესებულების დირექტორის ან დაწესებულების დირექტორის მოადგილის სოციალურ დარგში თანდასწრებით;
10. უზრუნველყოფს საჩივრების ყუთის გახსნას ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ოპერატიული მორიგის ან სოციალურ დარგში დაწესებულების დირექტორის მოადგილის თანდასწრებით;
11.დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას წარუდგენს ყუთიდან ამოღებულ საჩივრებს, არა უგვიანეს ყუთის გახსნის მომდევნო სამუშაო დღის 12 საათისა;
12. მონაწილეობას იღებს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ახალი მოდულების შემუშავებაში;
13. ეხმარება/ხელს უწყობს ბრალდებულს/მსჯავრდებულს ბიბლიოთეკით სარგებლობაში;
14.უზრუნველყოფს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვასთან დაკავშირებული საქმეების ან/და მის მიერ წარმოებული ნებისმიერი პროცესის შესახებ ინფორმაციის შენახვა/დაარქივების, რეესტრების წარმოებას;
15.ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებაში);
ბ) სოციალურ სფეროში მოწყვლად ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;
გ) არასრულწლოვნებთან მუშაობის გამოცდილება (არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების სოციალური მუშაკისათვის);
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კანონი "პატიმრობის კოდექსი";
ბ) საქართველოს კანონი "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
გ) საქართველოს კანონი ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი";
დ) საქართველოს კანონი ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ";
ე) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის (ქცევის ზოგადი წესები) დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №145 ბრძანება;
ვ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;
ზ) ,,პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანება;
თ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;
ი) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
კ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;
ლ) ციხის ევროპული წესები;
მ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27
საკონტაქტო ტელეფონი - 2312745
საკონტაქტო პირი - ნატო მიშველიძე

დამატებითი ინფორმაცია:
საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
ა)Curriculum Vitae (CV);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) გასაუბრება;
კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27).

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ათი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

FaceBook Twitter Google