საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს ინსპექტორი
ვაკანსია
თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს ინსპექტორი
დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 20.04.2018
თანამდებობრივი სარგო - 1500
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - გამოსაცდელი ვადის გარეშე

ფუნქცია-მოვალეობები:
1. კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და ამზადებს შესაბამის პასუხებს.
2. უზრუნველყოფს სამინისტროს გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვას.
3. უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის ფაქტების გამოვლენას და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას.
4. უზრუნველყოფს ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგების, შესაბამისი დასკვნისა და მოხსენებითი ბარათის შემუშავებას.
5. სამინისტროს მოსამსახურეებისგან ითხოვს (მათ შორის ადგილზე გაცნობით) სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის აუცილებელ ან/და წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშრებული ნებისმიერ ინფორმაციას და დოკუმენტაციას.
6. საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი მოსამსახურის გამოძახებას და იღებს მისგან ახსნა-განმარტებას.
7.უზრუნველყოფს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი ოქმის შედგენას.
8.უზრუნველყოფს გამოსაკითხი პირის გამოძახებას უწყებით, ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალებით.
9. უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგს პენიტენციურ დაწესებულებებში.
10. ანხორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მაკონტროლებელ ორგანოში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი "პატიმრობის კოდექსი";
გ) საქართველოს კანონი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი";
დ) საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ";
ე) საქართველოს კანონი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი";
ვ) საქართველოს კანონი "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ";
ზ) საქართველოს კანონი "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ";
თ) საქართველოს კანონ "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი" (მე-3 თავი);
ი) საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ";
კ) საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ";
ლ) საქართველოს კანონი "სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ";
მ) "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებულება;
ნ) "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის N305 დადგენილება;
ო) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
პ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება;
ჟ) "იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N242 დადგენილება;
რ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის N183 ბრძანება;
ს) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის N90 ბრძანება;
ტ) ,,პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანება;
უ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენცია;
ფ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;
ქ) ციხის ევროპული წესები;
ღ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;
ყ) წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;
შ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ ("პეკინის წესები").

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27
საკონტაქტო ტელეფონი - 2312745
საკონტაქტო პირი - ნატო მიშველიძე

დამატებითი ინფორმაცია:
1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
ა)Curriculum Vitae (CV);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
3. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) გასაუბრება;
4. კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27).

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ათი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

FaceBook Twitter Google