საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს სპეციალისტი
ვაკანსია
თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს სპეციალისტი
დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 20.04.2018
თანამდებობრივი სარგო - 975
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
1. კაპიტალური და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების კოორდინაცია და ზედამხედველობა, მათ შორის: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობებში საპროექტო/დაგეგმარების სამუშაოების განხორციელება;
2. შემოსული კორესპონდეციის (წერილები) კონტროლი, დახარისხება და შენახვა, სამშენებლო-სარემონტო სამუშოების მონაცემების ასახვა კომპიტერის შესაბამის პროგრამებში.
3. სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
4. სამშენებლო მასალების შერჩევა და ხარისხის განსაზღვრა;
5. სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობის კოორდინაცია, მათი ხარისხის და ვადების კონტროლი;
6. დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების დეფექტური აქტის მომზადებაში აქტიური მონაწილეობის მიღება, შესრულებული სამუშაოების აზომვების ჩატარება და შედარება სახელშეკრულებო პირობებთან;
7. შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება, შემოწმება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;
8. საქართველოს კანონმდებლობით და დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (სასურველია);
ბ) მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება (სასურველია);
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).


საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);
ბ) საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ";
გ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
დ) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;
ე) "ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის" დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება;
ვ) "საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N52 დადგენილება;
ზ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27
საკონტაქტო ტელეფონი - 2312745
საკონტაქტო პირი - ნატო მიშველიძე

დამატებითი ინფორმაცია:
საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
ა)Curriculum Vitae (CV);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) გასაუბრება;
კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27).

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ათი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

FaceBook Twitter Google