საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი
ვაკანსია
თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი
დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 20.04.2018
თანამდებობრივი სარგო - 1200
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - გამოსაცდელი ვადის გარეშე

ფუნქცია-მოვალეობები:
1.კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
2.მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებიდან შემოსული მსჯავრდებულთა მასალების დამუშავება და წარდგენა ადგილობრივი საბჭოს სხდომაზე;
3.ადგილობრივი საბჭოს სხდომის ოქმების წარმოება;
4. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
5. ადგილობრივი საბჭოს მიერ განხილული საქმეების რეესტრის წარმოება;
6. ადგილობრივი საბჭოების ინტერესების დაცვა სასამართლოში;
7. სარჩელის/საჩივრის, შესაგებლის და სასამართლო საქმის განხილვასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
8. სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების საქმიანობის საერთო ანალიზი, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება;
9. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ე) ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტრენინგებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღება ჩაითვლება უპირატესობად.

საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი "პატიმრობის კოდექსი";
გ) საქართველოს კანონი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი";
დ) საქართველოს კანონი "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი";
ე) საქართველოს კანონი "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ";
ვ) საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ";
ზ) საქართველოს კანონი "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ";
თ) საქართველოს კანონი " საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
ი) საქართველოს კანონი "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი";
კ) საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ";
ლ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
მ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანება;
ნ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება;
ო) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
პ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;
ჟ) ციხის ევროპული წესები;
რ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;
ს) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27
საკონტაქტო ტელეფონი - 2312745
საკონტაქტო პირი - ნატო მიშველიძე

დამატებითი ინფორმაცია:
საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
ა)Curriculum Vitae (CV);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) გასაუბრება;
კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27).

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ათი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

FaceBook Twitter Google