იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს სპეციალისტი

 

ვაკანსია
თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს სპეციალისტი
დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 27.02.2018
თანამდებობრივი სარგო - 975
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე
ფუნქცია-მოვალეობები:
1) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
2) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის პროექტის მომზადება;
3) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული წინადადებების საფუძველზე, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავება;
4) სამინისტროს სამოქმედო გეგმების შემუშავებაში სამართლებრივი დახმარება;
5) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფებისათვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებებისათვის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში განხორციელებული სიახლეების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების კოორდინაცია;
6) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის ან სტჟირების გამოცდილება (სასურველია);
გ) საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ე) ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტრენინგებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღება ჩაითვლება უპირატესობად
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი "პატიმრობის კოდექსი";
გ) საქართველოს კანონი "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ";
დ) (ამოღებულია - 12.08.17, №77);
ე) საქართველოს კანონი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ";
ვ) საქართველოს კანონი "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ";
ზ) საქართველოს კანონი " საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
თ) საქართველოს კანონი "ნორმატიული აქტების შესახებ";
ი) საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ";
კ) საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ";
კ​1) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;
ლ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
მ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №42 ბრძანება;
ნ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
ო) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;
პ) ციხის ევროპული წესები;
ჟ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;
რ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ ("პეკინის წესები").
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27
საკონტაქტო ტელეფონი - 2312745
საკონტაქტო პირი - ნატო მიშველიძე
დამატებითი ინფორმაცია:
საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
ა)Curriculum Vitae (CV);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) გასაუბრება;
კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27).
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ათი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

FaceBook Twitter Google