N14 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კორპუსის ოფიცერი

 

ვაკანსია
თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N14 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კორპუსის ოფიცერი
დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 23.12.2017წ.
თანამდებობრივი სარგო - 1350
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - წყალტუბო, სოფელი გეგუთი
სამუშაოს ტიპი - არანორმირებული
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
1. ახორციელებს კორპუსის ხელმძღვანელობას, შეიმუშავებს წინადადებებს საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;
2. ანაწილებს ფუნქციებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
3. კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს კორპუსში მომზადებულ დოკუმენტებს;
4. უზრუნველყოფს და აკონტროლებს კორპუსის სამართლებრივი რეჟიმის მთავარი ინსპექტორების, უფროსი ინსპექტორების და ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
5. შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა კორპუსის ამოცანების შესასრულებლად;
6. შუამდგომლობს დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
7. პერიოდულად ისმენს კორპუსის მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე და ამის შესახებ მოახსენებს განყოფილების უფროსს;
8. კორპუსში არსებული ვითარების შესახებ აცნობებს ოპერატიულ მორიგეს. იღებს მისგან ინფორმაციას დაწესებულებაში არსებული ზოგადი მდგომარეობისა და ადმინისტრაციის ბრძანებების/მითითებების თაობაზე;
9. არსებული ვითარების შესახებ ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას კორპუსის დანაყოფების წინა სადღეღამისო ცვლის მთავარი ინსპექტორების, უფროსი ინსპექტორების და ინსპექტორ-კონტროლიორებისაგან, აგრეთვე, ეცნობა სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგებს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სადღეღამისო, დღის ცვლის და სხვა მოსამსახურეებს აძლევს შესაბამის დავალებებს;
10. ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მსჯავრდებულების შესახებ ინფორმაციას აწვდის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტს;
11. ახორციელებს მისდამი დაქვემდებარებული მთავარი ინსპექტორების, უფროსი ინსპექტორების და ინსპექტორ-კონტროლიორების ერთი საგუშაგოდან ან/და ერთი დანაყოფიდან მეორეზე გადაყვანას, მათ შეცვლას და საგუშაგოებიდან/დანაყოფებიდან მოხსნას;
12. უზრუნველყოფს მთავარი ინსპექტორების, უფროსი ინსპექტორების და ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ საგუშაგოსა და დანაყოფების მიხედვით დასაცავი ობიექტების, შესაბამისი ინვენტარის, ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების გამართულობის და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებას;
13. კორპუსს ტოვებს განყოფილების უფროსთან შეთანხმებით, რის თაობაზეც აცნობებს ოპერატიულ მორიგეს.
14. მთავარ ინსპექტორს, უფროს ინსპექტორს და ინსპექტორ-კონტროლიორს ოპერატიულ მორიგესთან კოორდინაციით აძლევს საგუშაგოს ან/და დანაყოფის დატოვების ნებართვას;
15. საჭიროების შემთხვევაში, მოსამსახურეებს აძლევს სამოქმედო დანაყოფზე განთავსებულ საკნებში/საერთო საცხოვრებლებში საკვებისა და წყლის დარიგების, გაზეთების, წიგნების და ჟურნალების გადაცემის და სხვა ქმედების განხორციელების უფლებას;
16. უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვას, მჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას და მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას;
17. კორპუსზე დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ იღებს ზომებს მის აღმოსაფხვრელად და აღნიშნულის თაობაზე აცნობებს დაწესებულების ოპერატიულ მორიგეს და განყოფილების უფროსს;
18. კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას, ორგანიზებას უწევს კორპუსზე მსჯავრდებულთა სრულ და არასრულ შემოწმებას, საკნების/საერთო საცხოვრებლის, სხვა სივრცეების, სათავსოებისა და ეზოს შემოწმება-დათვალიერებას. გატარებული ღონისძიებების შედეგების თაობაზე აცნობებს განყოფილების უფროსს;
19. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, რომ მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე ან/და მსჯავრდებული წარმოადგენს საფრთხეს გარშემომყოფთათვის, დაუყოვნებლივ აცნობებს განყოფილების უფროსს და იღებს შესაბამის ზომებს საფრთხის აღმოსაფხვრელად;
20. კომპეტენციის ფარგლებში ამოწმებს კორპუსზე მომუშავე მოსამსახურეების გამოცხადებას. გამოუცხადებლობის შემთხვევას აცნობებს განყოფილების უფროსს;
21. სამუშაო საათების დასრულებისთანავე გაწეული საქმიანობისა და შედეგების შესახებ მოახსენებს განყოფილების უფროსს და არსებული ვითარების თაობაზე აცნობებს ოპერატიულ მორიგეს;
22. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებული მსჯავრდებულის საცხოვრებელ კორპუსში გადაყვანამდე მონაწილეობს მსჯავრდებულის მისდამი დაქვემდებარებულ კორპუსში განთავსების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში;
23. კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული მასალების მომზადებას და უფლებამოსილი პირისათვის წარდგენას;
24. კორპუსის დანაყოფების მიხედვით ანაწილებს სადღეღამისო უწყისებს და ამოწმებს მათ წარმოებას;
25. გაწეული საქმიანობის შესახებ ადგენს ყოველთვიურ ანგარიშს და წარუდგენს განყოფილების უფროსს;
26. ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება იურიდიულ განათლებას);
• საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
• სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
• ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია);
• მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა;
• ასაკი - 18 წელი.

საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კანონი "პატიმრობის კოდექსი";
ბ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ";
გ) საქართველოს კანონი "სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ"
დ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ";
ე) საქართველოს კანონი ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ";
ვ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ვ 1 ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;
ზ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანება;
თ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;
ი) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;
კ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
ლ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;
მ) ციხის ევროპული წესები;
ნ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;
ო) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია. 


საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27
საკონტაქტო ტელეფონი - 2312745
საკონტაქტო პირი - გულისა ბაჯაძე
დამატებითი ინფორმაცია:
1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
ა) ჩურრიცულუმ Vიტაე (ჩV);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
3. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) სპეციალური შემოწმება.
4. კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27).
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

FaceBook Twitter Google