N14 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი
ვაკანსია
თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N14 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი
დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 23.12.2017წ.
თანამდებობრივი სარგო - 1120
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - წყალტუბო, სოფელი გეგუთი
სამუშაოს ტიპი - არანორმირებული
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
1. სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს ფხიზლად, კანონის მოთხოვნათა, პროფესიული და ეთიკის ნორმების დაცვით;
2. იცავს სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს, ამასთან, კომპეტენციის ფარგლებში, დღის განრიგის, არსებული ვითარების გათვალისწინებით დახმარებას უწევს სამოქმედო დანაყოფზე განწესებულ სხვა განყოფილებების მოსამსახურეებს დაკისრებულ მოვალეობათა შეასრულებაში;
3. თვალყურს ადევნებს მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით დადგენილი წესების შესრულებას და მათი მოთხოვნების დარღვევისას დაუყოვნებლივ აცნობებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს და მოქმედებს მისი მითითებით, დადგენილი წესის თანახმად;
4. კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას მონაწილეობას იღებს მსჯავრდებულთა სრულ და არასრულ შემოწმებაში. საკნების/საერთო საცხოვრებლების, სხვა სივრცეებისა და სათავსოების შემოწმება-დათვალიერებაში და უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიების გატარებაში;
5. ასრულებს შესაბამისი დანაყოფის მთავარი ინსპექტორის, უფროსი ინსპექტორის და დადგენილი წესით ოპერატიული მორიგის მითითებებს;
6. ევალება დღის საათებში თან აქვს მის სამოქმედო დანაყოფზე განთავსებული საკნების/საერთო საცხოვრებლების და სხვა სივრცეების კარის გასაღებები, კავშირის საშუალებები ან/და მასზედ განპიროვნებული სხვა ნივთები და არ დაუშვას მათი სხვისთვის გადაცემა. დაუშვებელია გასაღებების კარებში დატოვება;
7. მორიგეობის გადაბარებისას სამოქმედო დანაყოფებზე არსებული ვითარების შესახებ დეტალურად აწვდის ინფორმაციას უფროს ინსპექტორს, ხოლო მორიგეობის ჩაბარებისას მისგან იღებს ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ და შესაბამის მითითებებს;
8. უფროსი ინსპექტორისგან იბარებს საკნის/საერთო საცხოვრებლის, და სხვა სივრცეების გასაღებს;
9. ამოწმებს დასაცავი ობიექტების და შესაბამისი ინვენტარის, კერძოდ: საკნების/საერთო საცხოვრებლების, პალატების, ჰოლების, გასახდელების, საშხაპეების და სხვა ოთახების, კარების, საკეტების, ინვენტარის, ცხაურების, განათების, სატელეფონო და სასიგნალიზაციო საშუალებების, საკომუნიკაციო შახტების, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების, ეზოს ინვენტარის, გრძელი სკამების, ტელეფონების მსჯავრდებულთა კომუნიკაციისათვის, კორპუსის კედელზე გამავალი ხილული კომუნიკაციების, ეზოში სანიაღვრეებისა და ჭების, ეზოს კარებების, ეზოს გამწვანების, ეზოს სარწყავი სისტემების, შადრევნების, აგრეთვე სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმების შემოწმებას. რწმუნდება მათ გამართულობაში. შემოწმების შედეგების შესახებ ადგენს ოქმს და წარუდგენს უფროს ინსპექტორს;
10. საგუშაგოს მიღება-ჩაბარებისას დანაყოფის სამორიგეო ცვლის უფროს ინსპექტორთან ერთად ახდენს საკნებში/საერთო საცხოვრებლებში განთავსებულ მსჯავრდებულთა რიცხობრივ, ვიზუალურ გადათვლას და მსჯავრდებულთა მიღებას ადასტურებს წინა სამორიგეო ცვლის საგუშაგოს უწყისზე ხელის მოწერით;
11. აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს საგუშაგო უწყისში და ამის თაობაზე მოახსენებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს;
12. თუ მორიგეობის მიღება-ჩაბარების მომენტში რომელიმე მსჯავრდებული კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებების გამო არ იმყოფება ადგილზე, ამის შესახებ ატყობინებს დანაყოფის სამორიგეო ცვლის უფროს ინსპექტორს;
13. უზრუნველყოფს სამოქმედო დანაყოფზე განთავსებულ სივრცეებში მსჯავრდებულთა გადაადგილებას;
14. საკნებში/საერთო საცხოვრებლებში მოთავსებულ მსჯავრდებულთა ქცევაზე ზედამხედველობას აწარმოებს სათვალთვალო ღიობიდან;
15. საკნების/საერთო საცხოვრებლების კარების გაღებამდე სათვალთვალო ღიობის მეშვეობით რწმუნდება საკანში შესვლის უსაფრთხოებაში;
16. კარების გაღების შემდეგ დგება შესასვლელში და თვალყურს ადევნებს მსჯავრდებულთა ქცევას და საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში გარედან კეტავს საკანში/საერთო საცხოვრებელში შესასვლელ კარებს;
17. დღის განრიგით გათვალისწინებულ დროებში საკნებში/საერთო საცხოვრებლებში მყოფ მსჯავრდებულთა მიერ, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესების დარღვევისას საკნების/საერთო საცხოვრებლების კარების სარკმელიდან აფრთხილებს მათ და მოითხოვს წესრიგის დაცვას, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ატყობინებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს;
18. საკნებში/საერთო საცხოვრებლებში ან დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენისას ან მისი მცდელობისას, ასევე უწესრიგობის შემთხვევაში (ჩხუბი, დაუმორჩილებლობა ან სხვა საეჭვო მოქმედება) საგუშაგოს დატოვების გარეშე, ამის თაობაზე აცნობებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს და მოქმედებს მათი მითითების შესაბამისად;
19. უფროსი ინსპექტორის ნებართვით საკნების/საერთო საცხოვრებლების კარების გაღებას ახდენს მეორე ინსპექტორ-კონტროლიორის, ხოლო ღამის საათებში მეორე ინსპექტორ-კონტროლიორისა და უფროსი ინსპექტორის თანდასწრებით;
20. იღებს ზომებს საკნებიდან/საერთო საცხოვრებლიდან მსჯავრდებულთა დაუგეგმავი გამოსვლის თავიდან ასაცილებლად და მათი მხრიდან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღსაკვეთად;
21. ღამის საათებში არ უშვებს სხვადასხვა საკნებში/საერთო საცხოვრებლებში განთავსებულ მსჯავრდებულთა ერთმანეთთან კონტაქტს;
22. დაუყოვნებლივ ახდენს რეაგირებას მსაჯვრდებულის მიერ საკნიდან/საერთო საცხოვრებლიდან გამოძახების შემთხვევაზე;
23. დღის განრიგით დადგენილი ძილის საათების მიხედვით უზრუნველყოფს შუქების გამორთვას;
24. მსჯავრდებულთა მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში რადიო სადგურის საშუალებით აცნობებს ოპერატიულ მორიგეს და იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
25. სხვა საგუშაგოზე თავდასხმისას დაუყოვნებლივ ატყობინებს ოპერატიულ მორიგეს. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს თავდასხმის მოგერიებაში;
26. ხანძრის კერის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს უფროს ინსპექტორს, მთავარ ინსპექტორს ან/და ოპერატიულ მორიგეს და იღებს ზომებს მის ჩასაქრობად იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედება მისი სიცოცხლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს;
27. კორპუსიდან გაყვანისას (შეხვედრები, ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები ა.შ.) მონაწილეობს თავის სამოქმედო დანაყოფიდან მსჯავრდებულთა ორგანიზებულად გაყვანაში, მსჯავრდებულებს აბარებს გამცილებელს რაოდენობითა და სახელობით და ასევე იღებს მათ რაოდენობითა და სახელობით;
28. მსჯავრდებულის მიერ ზეპირი მოთხოვით ან საჩივრით მიმართვისას აცნობებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს;
29. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, რომ მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე ან/და მსჯავრდებული წარმოადგენს საფრთხეს გარშემომყოფთათვის, კანონმდებლობის შესაბამისად, დაუყოვნებლივ აცნობებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს და შემდგომი მითითების შესაბამისად მონაწილეობს განცალკევებით მსჯავრდებულის მოთავსებაში;
30. უმეთვალყურეოდ დატოვებული ბარათების, საგნების, ნივთიერებების და წერილების აღმოჩენის (პოვნის) შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს და იღებს ზომებს ადგილზე მათ დასაცავად;
31. თვითმკვლელობის/თვითდაზიანების ან ასეთის მცდელობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს და იღებს ზომებს თვითმკვლელობის/თვითდაზიანების აღსაკვეთად;
32. თვითმკვლელობის/თვითდაზიანების ან ასეთის მცდელობის შემთხვევაში საკანში/საერთო საცხოვრებელში კარების სარკმლიდან მოუწოდებს და აძლევს ინსტრუქციას საკანში/საერთო საცხოვრებელში მყოფ მსჯავრდებულებს არ დაუშვან თვითმკვლელობა/თვითდაზიანება ან ასეთის მცდელობა და დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულს. დანაყოფში მყოფ დაწესებულების სხვა მოსამსახურეებთან ერთად იღებს ზომებს დაზარალებულის გადასარჩენად. შემთხვევისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს დანაყოფის უფროს ინსპექტორს ან/და მთავარ ინსპექტორს, ხოლო მათი არ ყოფნის შემთხვევაში ოპერატიულ მორიგეს;
33. სამუშაო საათების დასრულებისთანავე გაწეული საქმიანობისა და შედეგების შესახებ მოახსენებს უფროს ინსპექტორს;
34. საგუშაგოს გადაბარების შემდეგ შესაბამისი დანაყოფის უფროს ინსპექტორს აბარებს დანაყოფის საგუშაგო უწყისს. მთავარი ინსპექტორის ნებართვით თავისუფლდება სამორიგეო ცვლის შემადგენლობიდან;
35. ტოვებს კორპუსს მთავარ ინსპექტორთან ან ოპერატიულ მორიგესთან შეთანხმებით;
36. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
• მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
• საჯარო სამსახურში, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
• მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა;
• ასაკი - 18 წელი

საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კანონი "პატიმრობის კოდექსი";
ბ) საქართველოს კანონი "სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ";
გ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27
საკონტაქტო ტელეფონი - 2312745
საკონტაქტო პირი - გულისა ბაჯაძე

დამატებითი ინფორმაცია:
1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
ა) ჩურრიცულუმ Vიტაე (ჩV);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) სპეციალური შემოწმება.
კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27).
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
FaceBook Twitter Google