გენერალური დირექტორი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ზვიად მიხანაშვილი


დაბადების თარიღი:
1977 წლის 12 აპრილი


განათლება:

თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსტეტი, საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობის ფაკულტეტი-საერთაშორისო სამართლის სპეციალობით (1993-1998).

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია-საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1999-2001).

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ევროპის უსაფრთხოების სწავლების ცენტრი (2007).


სამუშაო გამოცდილება:

1998-1999 წწ. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნული უმცირესობის საკითხთა კომიტეტი-სპეციალისტი.

2002-2004 წწ. საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი- მოწვეული სპეციალისტი.

2005-2009 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი, ნატოს სამმართველო-ატაშე, III მდივანი, II მდივანი.

2011-2015 წწ. ნატო-ში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლის მრჩეველი.

2015 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის მრჩეველი.

2015 წ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მრჩეველი.

2015 წ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი.

2015-2016 წწ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი.

2016-2018 წწ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე.

2018 წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე.


უცხო ენები:

რუსული, ინგლისური-სრულყოფილად, გერმანული-საშუალოდ.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

FaceBook Twitter Google