საჯარო ინფორმაცია
საჯარო ინფორმაცია > 5. ფინანსები და ხარჯთაღრიცხვა
კატეგორიის დასახელება განახლების თარიღი
5.1-5.2 სამინისტროს დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით) ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად
5.3 ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) ქვეყნდება კვარტალურად
5.4 ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით) ქვეყნდება კვარტალურად
5.5 სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით ქვეყნდება ყოველწლიურად
5.6 ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად
5.7 ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად
5.8 სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი ქვეყნდება ყოველწლიურად
5.9 ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად
5.10 უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ სამინისტროსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ყოველწლიურად
5.11 ინფორმაცია სამინისტროს მიერ გაცემული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიცხული ოდენობა ქვეყნდება ყოველწლიურად
5.12 სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ქვეყნდება კვარტალურად
5.13 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში




საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია;

ნებისმიერ პირს (ფიზიკურს და იურიდიულს, საჯარო დაწესებულებას) აქვს უფლება მიმართოს სამინისტროს და მოითხოვოს ამ უწყებაში დაცული საჯარო ინფორმაცია. საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასათვის ხელმისაწვდომია,
გარდა სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა;

საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი სამინისტროში წარადგენს წერილობით განცხადებას. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, კერძოდ, საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა შესაძლებელია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული
განცხადების ფორმის შევსების გზით და მისი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ელექტრონულ მისამართზე (adarakhvelidze@moc.gov.ge) გაგზავნით.

საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევებში არაუგვიანეს 10 დღისა.

საჯარო ინფორმაციის ასლები ხელმისაწვდომია და დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის (მოსაკრებლის) ანაზღაურებისა (“საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად);