პრობაციონერთა რეაბილიტაცია

კახა კახიშვილი სოციალურ საწარმოში დასაქმებულ პრობაციონერებთან


პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს პირობით მსჯავრდებულ და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირებისთვის არსებული შიდა სარეაბილიტაციო პროგრამები თბილისსა და რეგიონებში:

ფსიქო - სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამები

ინდივიდუალური ჩარევა გულისხმობს სრულწლოვან და არასრულწლოვან პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულთა შემთხვევის ინდივიდუალურად მართვას.

შემთხვევის მართვის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • რისკებისა და საჭიროებების შეფასება;
  • სარეაბილიტაციო გეგმის შემუშავება;
  • გეგმის აღსრულების მონიტორინგი და საქმის დასრულება.

რისკებისა და საჭიროებების შეფასება მოიცავს ზიანის რისკისა და დანაშაულის განმეორების ალბათობის შეფასებასაც. შეფასების პროცესი ხორციელდება ფსიქო-სოციალური კონსულტირების, ფსიქო-დიაგნოსტიკისა და ფსიქოთერაპიის მიდგომებზე დაყრდნობით. პროცესის ნაწილია მულტიდისციპლინური გუნდური მუშაობა.

შენიშვნა* ამ ფორმატის ინდივიდუალური ჩარევა თავდაპირველად ხორციელდებოდა საპილოტე ქალაქებში - რუსთავი, გორი, თბილისი. პილოტირების შედეგების გაანალიზების საფუძველზე, აღნიშნული საპილოტე პროექტი ყველა ბიუროში დაინერგა.

მხარდამჭერი ჯგუფური შეხვედრები
პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებული პირებისათვის ან მათი ოჯახის წევრებისთვის.

შენიშვნა* შეხვედრები ამ ეტაპზე ხორციელდება თბილისში, მცხეთასა და გორში. სპეციალისტების გადამზადების შემდეგ, ამოქმედდება სხვა ბიუროებშიც.

ძალადობის რაობა და ძალადობისაგან დაცვის საკანონმდებლო მიმოხილვა - ჯგუფური და ინდივიდუალური მომსახურება ბენეფიციარების საჭიროებისამებრ ყველა რეგიონში.

ტრენინგი ძალადობის წინაღმდეგ ბრძოლის საკითხებზე


ცხოვრებისეული ფასეულობები - სარეაბილიტაციო ხასიათის ტრენინგი, ღირებულებებისა და ცხოვრებისეული ფასეულობების შესახებ არასრულწლოვან და სრულწლოვან პირობით მსჯავრდებულთათვის. ჯგუფური და ინდივიდუალური მომსახურება საჭიროებისამებრ ხორციელდება ყველა რეგიონში.

 

პრობაციონერების შეხვედრა ცნობილ მუსიკოსებთან


საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამა - სარეაბილიტაციო ხასიათის ტრენინგი კომუნიკაციის უნარების, ბრაზისა და სტრესის მართვის შესახებ არასრულწლოვან და ახალგაზრდა პირობით მსჯავრდებულებისათვის, ჯგუფური და ინდივიდუალური მომსახურება ბენეფიციარების საჭიროებისამებრ ყველა რეგიონში.

ეფექტური კომუნიკაცია - ტრენინგი ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების შესახებ პირობით მსჯავრდებულებისათვის, ჯგუფური და ინდივიდუალური მომსახურება ბენეფიციარების საჭიროებისამებრ ყველა რეგიონში.

კონფლიქტების მართვა და ასერტული ქცევა - სარეაბილიტაციო ტრენინგი კონფლიქტების გადაჭრის უნარებისა და ასერტიული ქცევის ტექნიკების შესახებ პირობით მსჯავრდებულებისათვის, ჯგუფური და ინდივიდუალური მომსახურება ბენეფიციარების საჭიროებისამებრ ყველა რეგიონში.

დანაშაულის გაცნობიერება- სარეაბილიტაციო ტრენინგი დანაშაულებრივი ქმედების კომპლექსურად გააზრების, ანალიზის შესახებ პირობით მსჯავრდებულებისათვის ხორციელდება ჯგუფური და ინდივიდუალური მომსახურების მიწოდება ბენეფიციარების საჭიროებისამებრ ყველა რეგიონში.

პენიტენციური სტრესის მართვა - სარეაბილიტაციო ტრენინგი სასჯელაღსრულებიდან ახალი გათავისუფლებული ბენეფიციარებისთვის კრიზისული, სტრესული მდგომარეობის შემსუბუქების, სტრესის გამკლავების მექანიზმების სწავლების შესახებ პირობით მსჯავრდებულებისათვის, ჯგუფური და ინდივიდუალური მომსახურება ბენეფიციარების საჭიროებისამებრ ყველა რეგიონში.

ბრაზის მართვის სატრენინგო მოდული- სარეაბილიტაციო ტრენინგი ემოციების მართვის ბრაზის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ პირობით მსჯავრდებულებისათვის, ჯგუფური და ინდივიდუალური მომსახურება ბენეფიციარების საჭიროებისამებრ ყველა რეგიონში.

თვითშეფასების, ახალი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის სატრენინგო მოდული - სარეაბილიტაციო ტრენინგი პიროვნული ზრდის ხელშეწყობის, თავდაჯერებულობის, თვითრწმენის გაზრდის, საკუთარი თავის, თვისებების მიმღებლობის და ადეკვატური თვითშეფასების განვითარების შესახებ პირობით მსჯავრდებულებისათვის, ჯგუფური და ინდივიდუალური მომსახურება ბენეფიციარების საჭიროებისამებრ ყველა რეგიონში.

სოციალურ გარემოში ადაპტაციის პროგრამა - სარეაბილიტაციო ტრენინგი ციხის შემდგომი სტრესული და ადაპტაციური სირთულეების მქონე პრობაციონერების მდგომარეობის შემსუბუქების, მათი გათავისუფლების შემდგომი ცხოვრებისთვის მომზადებისა და რესოციალიზაციის პროცესისათვის ეფექტური უნარებით აღჭურვის შესახებ, პირობით მსჯავრდებულებისათვის, ჯგუფური და ინდივიდუალური მომსახურება ბენეფიციარების საჭიროებისამებრ ყველა რეგიონში.

ცხოვრებისეული რისკები და პიროვნული რესურსები
- სარეაბილიტაციო ტრენინგი სარისკო ქცევის გააზრების და სარისკო ქცევასთან გასამკლავებლად პიროვნული რესურსების იდენტიფიცირების შესახებ პირობით მსჯავრდებულებისათვის, ჯგუფური და ინდივიდუალური მომსახურება ბენეფიციარების საჭიროებისამებრ ყველა რეგიონში.

მომავლის დაგეგმვა-სარეაბილიტაციო ხასიათის ტრენინგი. ტრენინგის მიზანია, სამომავლო მიზნების იდენტიფიცირება, მათი არსებობის მნიშვნელობისა და მიღწევის გზების გააზრება. მომავლის პოზიტიური აღქმის ჩამოყალიბება, მოტივაციის ამაღლება, ცხოვრების ალტერნატიული გზების დასახვა. ჯგუფური და ინდივიდუალური მომსახურება ბენეფიციარების საჭიროებისამებრ ყველა რეგიონში.

ადიქტოლოგია-ჩავარდნის პროფილაქტიკა- სარეაბილიტაციო ხასიათის ტრენინგ პროგრამა ნარკო/ალკოდამოკიდებულების მქონე პირებისათვის. პროგრამის მიზანია რემისიის პერიოდის შენარჩუნება და ჩავარდნის პრევენცია პირობით მსჯავრდებულებისათვის, ხორციელდება საჭიროებისამებრ ჯგუფურად და ინდივიდუალურად ყველა რეგიონში.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების დაძლევა- სარეაბილიტაციო ხასიათის ტრენინგ პროგრამა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთათვის. პროგრამის მიზანია ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება. არსებული მდგომარეობის შემსუბუქება, დამოკიდებულების შემცირება/მოხსნა. ჯგუფური და ინდივიდუალური მომსახურება ბენეფიციარების საჭიროებისამებრ ყველა რეგიონში.

პრობაციონერებისთვის სხვადასხვა ტრენინგები ტარდება


წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია- წამების მსხვერპლ პირობით მსჯავრდებულთა ფსიქო-სამედიცინო რეაბილიტაცია.

შენიშვნა* პროექტს ორგანიზაცია ,,GCRT” თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ახორციელებს, პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის მხარდაჭერით.

პროგრამა „საზოგადოებაში დაბრუნების ხელშეწყობა“ პირობით მსჯავრდებულთა ფსიქო-სამედიცინო რეაბილიტაცია, სკრინინგ-ტესტები ვირუსულ, გადამდებ დაავადებებზე.

შენიშვნა* პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია ,,თანადგომა’’, პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში.

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციის კამპანია- ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა უფასო იურიდიული მომსახურება, მართვის მოწმობის თეორიული კურსის შესწავლა, დასაქმების ხელშეწყობა და სამედიცინო მომსახურება.

შენიშვნა* პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს ორგანიზაცია ,,დემოკრატიის ჩართულობის ცენტრი’’ ზუგდიდსა და ბათუმში.

პატიმარ, პრობაციონერ და ყოფილ მსჯავრდებულ ქალთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა კანონმორჩილი ცხოვრებისათვის - თბილისში, კახეთსა და იმერეთში მცხოვრებ ყოფილ პატიმარ ქალთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა დასაქმების უნარების განვითარების კუთხით; პროფესიული და ბიზნესტრენინგის კურსი, ტრენინგები შრომითი მოწყობის გზებსა და მეთოდებში.

შენიშვნა* პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „ქალი და ბიზნესი“ ევროკავშირის მხარდაჭერით, შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, თელავი.

საგანმანათლებლო პროგრამები

საინფორმაციო ხასიათის ტრენინგი პირობით მსჯავრდებულთათვის სახელმწიფოში არსებული მომსახურებების შესახებ. საინფორმაციო ტრენინგი მიეწოდებათ სისტემაში შემოსულ ბენეფიციარებს ყველა რეგიონში.


საგანმანათლებლო პროგრამები პრობაციონერებისთვის


ადამიანის უფლებების, მოწყვლადი ჯგუფებისადმი ტოლერანტობის განვითარების ტრენინგ პროგრამა- საინფორმაციო ხასიათის პროგრამა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ცნობიერების გაზრდა, მიმღებლობის გაზრდა და ტოლერანტობის განვითარება მოწყვლადი ჯგუფებისადმი. ტრენინგი მიეწოდებათ სისტემაში შემოსულ ბენეფიციარებს ყველა რეგიონში.

საინფორმაციო ხასიათის ტრენინგი ტრეფიკინგის შესახებ - რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლებასთან ერთად ტრეფიკინგთან დაკავშირებული რისკების გაცნობიერება. ტრენინგი მიეწოდებათ სისტემაში შემოსულ ბენეფიციარებს ყველა რეგიონში.


 



დასაქმების პროგრამა



პრობაციონერებმა ხის დამუშავება და ავეჯის დამზადება შეისწავლეს


დასაქმების მოტივაციის გაზრდაზე ორიენტირებული შეხვედრები და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირება - დასაქმების ხელშეწყობაზე ორიენტირებული შეხვედრები პირობით მსჯავრდებულთათვის და მათი მომზადება დამსაქმებელთან ინტერვიუსთვის.

შენიშვნა* პროექტი მიმდინარეობს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტემენტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს ყველა ქალაქში.

ტრენინგები სამსახურის მოძიებაში დაეხმარათ...


გზების მშენებლობაზე დასაქმებული პრობაციონერები


ტრენინგი ,,დასაქმების უნარების გაუმჯობესება“ პირობით მსჯავრდებულთათვის ინტეგრირებულ ჯგუფებში -სამუშაოს მოძიების უნარების შეძენა, ავტობიოგრაფიის, სამოტივაციო წერილის შედგენის სწავლება ინტეგრირებულ ჯგუფებში

 

ტრენინგმა ,,დასაქმების უნარების გაუმჯობესება“ პრობაციონერებს სამსახურის მოძებნა გაუადვილა


შენიშვნა* პროექტი მიმდინარეობს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს ყველა ქალაქში.

ნარკოდამოკიდებული პირებისა და პირობით მსჯავრდებულების დასაქმება

ყოფილ ნარკოდამოკიდებულ პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა არასრულწლოვან პრობაციონერთათვის პროფესიული კურსები

შენიშვნა* პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია ,,ახალ გზასთან’’ დადებული მემორანდუმის ფარგლებში თბილისში.


ჯანმრთელობა - გაჯანსაღება

ცხოვრების ჯანსაღი წესი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მნიშვნელოვანი პირობაა



ჯანსაღი ცხოვრების წესი - ტრენინგი არასრულწლოვნებისთვის და სრულწლოვნებისთვის, ჯანსაღი ცხოვრების დანერგვისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

შენიშვნა* მიმდინარეობს ყველა რეგიონში

ფეხბურთის ღია სკოლების პროექტი ,,სახალისო ფეხბურთი’’ -არასრულწლოვან პირობით მსჯავრდებულთა და განრიდებულთა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა. სემინარებისა და საწვრთნელი თამაშების ორგანიზება, მწვრთნელის თანაშემწის უნარების დაუფლება.

შენიშვნა* პროექტი მიმდინარეობს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი, ქუთაისი.
FaceBook Twitter Google