მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია


მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის პროცესის დაგეგმვა ეფუძნება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მექანიზმს (მსჯავრდებულთა ინდივიდუალიზაცია და კლასიფიკაცია).
მსჯავრდებულთა ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო პროცესი მოიცავს შემდეგს:
განათლება
ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა
• საატესტატო გამოცდები
• ექსტერნის გამოცდები
• ეროვნული გამოცდები

სახელობო-პროფესიული პროგრამები
• მინანქრის შემსწავლელი კურსი
• ხატმკვეთი
• ქარგვის შემსწავლელი კურსი
• კოსმეტოლოგია
• ჭრა-კერვა
• თექის შემსწავლელი კურსი
• მასაჟი
• სტილისტის შემსწავლელი კურსი
• ხეზე კვეთის კურსი
• შეფ-მზარეულის კურსი
• ტყავის დამუშავების კურსი
• სანერგე მეურნეობის კურსი
• მოქანდაკეობა (პურის გულის დამუშავებით ესკიზების დამზადება)


სამკერვალო საამქრო N5ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში






მსჯავრდებულები ხეზე კვეთას სწავლობენ 


ცნობილიმა ამერიკელმა მზარეულმა, მსახიობ ჰარისონ ფორდის შვილმა ბენ ფორდმა მსჯავრდებულებისთვის კულინარიული მასტერკლასი ჩაატარა


მსჯავრდებულების ნამუშევრები: 








სატრენინგო/საგანმანათლებლო პროგრამები:

N2,N3, N5, N8, N11, N12,N14, N15,N16 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის ფარგლებში ტარდება საგანმანათლებლო კურსები.

კურსებს ახორციელებს საქართველოს განათლების სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივ/პროფესიული 7 კოლეჯი:,,იბერია“, ,,ბლექსი“, ,,სპექტრი“,,მოდუსი“, ,,მერმისი“, ,,იკაროსი“ და ,, გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“.

კურსები მიმდინარეობს შემდეგ საგნებში: Access (ელექტრონული ბაზების პროგრამა), ვებ-დიზაინი, მართვის მოწმობა (თეორიული კურსი), მცირე ბიზნესის მწარმოებელი, გიდი (ტურიზმი), ინგლისური ენა, ქართული ენა, კომპიუტერული გრაფიკა, სასტუმრო პერსონალის მომზადება, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი (მოდულური), ინფორმაციული ტექნოლოგი, პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელ-ოპერატორი, გერმანული ენა, ტუროპერატორი, ოჯახური მცირე სასტუმროს მენეჯმენტი.
მცირე ბიზნესის მწარმოებელი-პროგრამის მიზანია მსჯავრდებულებს მიეწოდოს ცოდნა ბიზნესის დაგეგმვის, რეგისტრაციის, ორგანიზების, პროდუქციის/მომსახურების რეალიზაციის, გამარტივებული ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ.

ოჯახური/მცირე სასტუმროს მენეჯმენტი

• მართვის მოწმობის შემსწავლელი თეორიული კურსი, რომლის მიზანია მსმენელებმა თეორიულად შეისწავლონ ავტომობილის გზებზე მოძრაობის წესები, ქვეითად მოსიარულეთა წესები, კანონები და ისწავლონ შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით ავტომობილის უსაფრთხოდ მოძრაობა.
• ქართული საეკლესიო საგალობლების შესწავლა
• გერმანული ენის კურსი
• ინგლისური ენის კურსი
• ქართული ენის კურსი (არაქართულენოვანი პოპულაციისთვის)
• სასტუმრო საქმის მწარმოებელი
• ტუროპერატორი
• გიდი (ტურიზმი) _პროგრამის მიზანია პროფესიონალური გიდების მომზადება. კურსის გავლისას მსჯავრდებულები შეისწავლიან საქართველოს ისტორიას, საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ღირშესანიშნაობებს, ისტორიულ ძეგლებს და ა.შ.
• მედავითნეობის შემსწავლელი კურსი




კომპიუტერული სასწავლო პროგრამა

• საოფისე პროგრამების საბაზისო მოსამზადებელი კურსი
• კომპიუტერული გრაფიკა (პროგრამის მიზანია მსმენელი კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობით დაეუფლოს გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, რედაქტირების მეთოდებს და საშუალებებს. მისი დასრულების შემდეგ მას უნდა უნდა შეეძლოს: სამომხმარებლო ინტერფეისის მოწყობა და დოკუმენტის საჭირო პარამეტრებით შექმნა, შენახვა; მარტივი გამოსახულების შექმნა; მარტივი გამოსახულების რედაქტირება; ტექსტთან მუშაობა; ვექტორული ობიექტების შექმნა და დამუშავება.


• ვებდიზაინი
• ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი (მოდულური)
• Access
• პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელი -ოპერატორი
• ინფორმაციული ტექნოლოგი



მსჯავრდებულები კომპიუტერული პროგრამების შესწავლისას



სარეაბილიტაციო პროგრამები
ჯგუფური ინტერვენციები

• „პენიტენციური სტრესის დაძლევის“ სარეაბილიტაციო პროგრამა;
• „კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარება - COSO”;
• ბრაზის მართვის პროგრამა“;
• „პოზიტიური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება“ (Thinking For a Change);
• “სასარგებლო უნარების განვითარების ჯგუფი” - ძალადობის მსხვერპლთა და მოძალადეთა სარეაბილიტაციო პრაგრამა;
• „პოზიტიური ქცევის როლი ოჯახურ ურთიერთობაში“ - ჯგუფური ინტერვენციის მოდული, გენდერული სენსიტიურობის ამაღლება მსჯავრდებულ მამაკაცებში;
• „ გათავისუფლებისთვის მზადება“ (Re entry);
• „ატლანტისი -12 ნაბიჯი“ - სტაციონარული ტიპის სარეაბილიტაციო პროგრამა წამალდამოკიდებულთათვის;
• სარეაბილიტაციო პროგრამა წამალდამოკიდებულთათვის;
• „ნაბიჯი ცვლილებისკენ“ - დანაშაულის გაცნობიერების პროგრამა ზრდასრულთათვის.



შეხვედრა სასულიერო პირებთან


ფსიქო-სოციალური ტრენინგები

• ჯანსაღი ცხოვრების წესი (ჯანმრთელობა, ნივთიერებები და დამოკიდებულებები, გადამდები დაავადებები)
• ტუბერკულოზი
• ტრეფიკინგი
• თვითმენეჯმენტი და სამოქალაქო განათლების ტრენინგი
• საინფორმაციო პროგრამა ნივთიერებადამოკიდებულებაზე
• არსებული სოციალური მომსახურებები და მათი მიღების შესაძლებლობები
• უფლებები და ვალდებულებები
• ტოლერანტობა და დისკრიმინაცია
• კომუნიკაცია და დროის მართვა, სტრესის მართვა



ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ

არტ თერაპია

• სახვითი/ძერწვითი თერაპია
• ბიბლიო თერაპია
• მუსიკა თერაპია



შეხვედრა ,,თეატრალურ კვარტეტთან“



მუსიკა თერაპიის კურსი ცნობილ მუსიკოსებთან ერთად



ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროგრამები

• „რა? სად? როდის?“
• „ეტალონი“
• ლიტერატურული კონკურსი
• შეხვედრები და კლუბები
• მკითხველთა კლუბი
• შემეცნებითი ვიქტორინა



ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“



მსჯავრდებულების მონაწილეობით მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თამაში გაიმართა

კულტურული ღონისძიებები

• კონცერტები
• შემეცნებითი ლექცია-საუბრები
• ფილმების ჩვენება (გარჩევით)
• სპექტაკლის ჩვენება (გარჩევით)
• გამოფენები
• ლიტერატურული ღონისძებები
• შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან ( მეცნიერები, თეოლოგები, მწერლები, პოეტები, მუსიკოსები, რეჟისორები, სპორტსმენები და სხვა)
• მასტერკლასები სხვადასხვა ჟანრში.



შეხვედრა ,,ფორტეს“ წევრებთან


,,ქართული ხმები“ პენიტენციურ დაწესებულებაში 


თამრიკო ჭოხონელიძემ მსჯავრდებულებისთვის კონცერტი გამართა

სპორტული ღონისძიებები

• სპორტული გამაჯანსაღებელი ვარჯიში
• მკლავჭიდის ჩემპიონატი
• ფეხბურთის ტურნირი
• მაგიდის ჩოგბურთის რუტნირი
• შაშის ჩემპიონატი
• ჭადრაკის ჩემპიონატი
• ნარდის ჩემპიონატი
• დომინოს ჩემპიონატი
• კალათბურთის ჩემპიონატი
• ფრენბურთის ჩემპიონატი
• რეკორდების დამყარება (გინესის რეკორდების ფედერაციასთან ერთად)



მსჯავრდებულებს სპორტულ-გამაჯანსაღებელი ვარჯიშის შესაძლებლობა აქვთ




არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ეწვივნენ


ნონა გაფრინდაშვილი მსჯავრდებულებს შეხვდა

დასაქმება

• სამეურნეო სამსახური
• დასაქმების მინი კერები: სამკერვალო სალონი, სილამაზის სალონი
• საწარმოო ზონა



მსჯავრდებულები გამწვანების აქციაში მონაწილეობენ 


სილამაზის სალონი #5 პენიტენციურ ქალთა დაწესებულებაში 


პურის საამქრო თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში 


მაკარონის საამქრო თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში 


ხეზე კვეთის საამქრო თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში

სხვა საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები

• სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების მხარდამჭერი პროგრამები
• ბიბლიოთეკებით უზრუნველყოფა
• შშმ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა პატრონაჟი
• მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულთა პატრონაჟი


ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურაა თავმოყრილი


პარტნიორი ორგანიზაციები არიან:

- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
- იუსტიციის სამინისტრო
- საქართველოს საპატრიარქო
- არასამთავრობო ორგანიზაციები

 

FaceBook Twitter Google