სასწავლო პროგრამები
2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის მარტის ჩათვლით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში გადამზადდა სისტემაში მომუშავე და სისტემასთან კავშირში მყოფი 7 769 მსმენელი.

  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა 2016 წლის პირველ კვარტალში მოამზადა და განახორციელა 24 სასწავლო ღონისძიება/ტრენინგი, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში მომუშავე და სისტემასთან კავშირში მყოფმა 507 მსმენელმა

 

  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა 2015 წელს მოამზადა და განახორციელა 149 სასწავლო ღონისძიება/ტრენინგი, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში მომუშავე და სისტემასთან კავშირში მყოფმა 3398 მსმენელმა

 

  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა 2014 წელს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მოამზადა და განახორციელა 95 სასწავლო ღონისძიება/ტრენინგი. აღნიშნულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში მომუშავე და სისტემასთან კავშირში მყოფმა 2384 მსმენელმა.

 

  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა 2013 წელს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მოამზადა და განახორციელა 61 სასწავლო ღონისძიება/ტრენინგი. აღნიშნულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში მომუშავე და სისტემასთან კავშირში მყოფმა 1228 მსმენელმა.

 

  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა 2012 წელს პირველი ოქტომბრიდან სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მოამზადა და განახორციელა 15 სასწავლო ღონისძიება/ტრენინგი. აღნიშნულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში მომუშავე და სისტემასთან კავშირში მყოფმა 232 მსმენელმა.



სასწავლო ცენტრში დანერგილია შემდეგი სასწავლო პროგრამები:


1. „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომელთა მომზადების გრძელვადიანი სასწავლო კურსი“;
2. „ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) სტანდარტების შესახებ“;
3. „ჯანსაღი გარემოს შექმნა და დაავადებათა პრევენცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში“;
4. „სპეციალიზებული სასწავლო პროგრამა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთათვის“;
5. „საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) სასწავლო კურსი“;
6. ტრენინგი „დახურული ტიპის დაწესებულებებში ფსიქო-სოციალური პროგრამა ,,ატლანტისის" (12 ნაბიჯი) ორგანიზება და განხორციელება“;
7. „ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სასწავლო პროგრამა“;
8. „პრობაციის თანამშრომელთა პირველდაწყებითი საბაზისო სასწავლო პროგრამა“;
9. „ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია და ტრენერის უნარ-ჩვევების განვითარება“ (TOT);
10. „პერსონალურ მონაცემთა დაცვა საჯარო დაწესებულებებში“;
11. „თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომელთა სასწავლო პროგრამა“;
12. „ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები და ადმინისტრაციული სამართალწარმოება“;
13. „CBT-კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპია“;
14. „სოციალური მუშაობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში“;
15. ტრენინგი ,,თანამედროვე მენეჯმენტის საკითხებში" (საშუალო რგოლის მენეჯერთათვის);
16. „არასრულწლოვან ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მომუშავე თანამშრომელთა მომზადება“;
17. „საბადრაგო სამსახურის თანამშრომელთა სასწავლო პროგრამა“;
18. „სუიციდის პრევენცია“;
19. „სამედიცინო პერსონალის მომზადება სასჯელაღსრულების სისტემის სპეციფიკისა და პატიმრებთან მოპყრობის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით“;
20. „წამების, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის პრევენცია სასჯელაღსრულების სისტემაში“;
21. „სასწავლო პროგრამა სპეციალური აღრიცხვის განყოფილების თანამშრომელთათვის“;
22. „ტაქტიკური მომზადება და სპეციალური საშუალებების გამოყენების ტექნიკა სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთათვის“;
23. ,,თავშესაფრის მაძიებლებთან, ლტოლვილებთან, მოქალაქეობის არმქონე პირებთან და დევნილებთან მუშაობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში" (TOT);
24. „აკრძალული ნივთების (მათ შორის ნარკოტიკული ნივთიერებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების) აღმოჩენა და შემოწმების პროცედურები, პატიმართა და ვიზიტორთა დათვალიერება“;
25. „ტრენინგის დაგეგმარება, ჩატარების მეთოდოლოგია და შეფასების ფორმები“ (TOT);;
26. „პატიმართა მოწყვლადი ჯგუფების მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტები“;
27. „მოტივაციური ინტერვიუირება“;
28. „დამოკიდებულებების დაძლევა (ნივთიერებაზე, თამაშდამოკიდებულება)“;
29. „ტრენინგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის მენტორთათვის“;
30. „სუპერვიზია და ინტერვიუირება“;
31. „ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“;
32. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ (ბანგკოკის წესები)“;
33. „სასწავლო პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით“;
34. „მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობა და სუიციდის პრევენცია“;
35. „სტიგმა/დისკრიმინაცია აივ/შიდსის და წამალდამოკიდებულების ჭრილში“;
36. „განსაკუთრებული რისკის დაწესებულების ხარისხის მართვა“ (TOT);
37. „ბრაზის მართვა“;
38. ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია, არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა";
39. „ბავშვთა პერსონალურ მონაცემთა დაცვა პენიტენციურ სისტემაში“;
40. „პენიტენციური სტრესის მართვა“;
41. „სასწავლო პროგრამა საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომელთათვის“;
42. „ბიბლიოთერაპია პენიტენციურ სისტემაში“;
43. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებები და მათთან მოპყრობის თავისებურებანი“;
44. „მოშიმშილე პატიმრებთან მოპყრობის თავისებურებები“;
45. „პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების სასწავლო პროგრამა“;
46. „პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების სასწავლო პროგრამა“;
47. „პენიტენციური დაწესებულების საბადრაგო სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების სასწავლო პროგრამა“;
48. „პენიტენციური დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების თანამშრომელთა გადამზადების სასწავლო პროგრამა“;
49. „საბადრაგო სამსახურის თანამშრომელთა მომზადების სასწავლო პროგრამა“;
50. „სამართლებრივი რაჟიმის სამსახურის თანამშრომლთა მომზადების სასწავლო პროგრამა“;
51. „სპეციალური აღრიცხვის განყოფილების თანამშრომელთა მომზადების სასწავლო პროგრამა“;
52. „უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა მომზადების სასწავლო პროგრამა“;
53. „პენიტენციური დაწესებულებების ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების სასწავლო პროგრამა“
54. „ლიდერობის უნარ-ჩვევები“;
55. „პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა საბაზისო მომზადება“;
56. „პირობით მსჯავრდებულ არასრულწლოვნებთან მუშაობის სპეციფიკა - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკებისათვის“;
57. „საქმის წარმოების ახალ სქემაში სპეციალისტთა გადამზადება“;
58. ,,ძალადობრივი ქცევისა და დამოკიდებულებების მოდიფიკაცია“;
59. „ტრენინგი თანამედროვე მენეჯმენტის საკითხებში“ (პრობაციის სისტემის ხელმძღვანელი პირებისათვის);
60. ,,სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სპეციფიკა“;
61. „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან მოპყრობის თავისებურებანი“;
62. „ნარკოდამოკიდებულების მქონე მსჯავრდებულთა მომზადება გათავისუფლებისათვის“;
63. „პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საარჩევნო პროცესების ორგანიზების სასწავლო პროგრამა“;
64. ტრენინგი „რისკებისა და საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიის და შესაბამისი ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენებაზე სასჯელაღსრულების სისტემაში“;
65. „სამართლებრივი დოკუმენტაციის წარმოება სასჯელაღსრულების სისტემაში“;
66. „ტრენერთა ტრენინგი სასჯელაღსრულების სოციალური სამსახურის თანამშრომელთათვის“;
67. „ტრენინგი თანამედროვე მენეჯმენტის საკითხებში (პრობაციის სისტემის ხელმძღვანელი პირებისათვის)“;
68. ტრენინგ-სემინარი ,,გონივრული მიღება-განთავსება";
69. „ფსიქიკური აშლილობები პატიმრებში: ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა; ჩარევის ზრუნვის და მკურნალობის მეთოდები“;
70. „ქალი პატიმრების გათავისუფლების შემდგომი რეფერალი რეპროდუქციული ჯანმრთელობის/ოჯახის დაგეგმვის სერვისების მისაღებად სამოქალაქო სექტორში“;
71. „აივ-ის პრევენციის და ნარკომანიის საკითხები და გადამისამართება შესაბამის ჯანდაცვის სერვისებზე“;
72. „მსჯავრდებულთა მომზადება გათავისუფლებისათვის“;
73. „სამართლებრივი მართლწერა“;
74. „სასჯელაღსრულების დაწესებულების იურისტთა მომზადება სპეციალიზებული სასწავლო პროგრამის მიხედვით“;
75. „სახელმწიფო მართვა“ (ზედა/საშუალო რგოლის მენეჯერთათვის);


FaceBook Twitter Google