ახალი ამბები
პატრიარქს იუბილე მსჯავრდებულმა ქალებმა მიულოცეს
პატრიარქს იუბილე მსჯავრდებულმა ქალებმა მიულოცეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
N5 პენიტენციურ დაწესებულებაში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
N5 პენიტენციურ დაწესებულებაში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით N5 პენიტენციურ დაწესებულებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.

წინასაახალწლო ღონისძიებათა ფარგლებში, ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებას რეჟისორი რობერტ სტურუა, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასის წევრები, ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა", ასევე სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
“ქართულმა ხმებმა“ N17 დაწესებულებაში წინასაახალწლოდ კონცერტი გამართეს
“ქართულმა ხმებმა“ N17 დაწესებულებაში წინასაახალწლოდ კონცერტი გამართეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ანსამბლ ,,ქართული ხმების“ წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ აბაშიშვილი დაესწრნენ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის წინასაახალწლო ღონისძიება გამართა. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს პირად შემადგენლობასა და მათ შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა პირადად მიულოცა. ღონისძიებას 2008 წლის აგვისტოს ომში უწყების დაღუპული სპეცრაზმელების ოჯახის წევრები და ბავშვები დაესწრნენ.
ანსამბლმა „რუსთავმა “N15 პენიტენციურ დაწესებულებაში სოლო კონცერტი გაიმართა
ანსამბლმა „რუსთავმა “N15 პენიტენციურ დაწესებულებაში სოლო კონცერტი გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ღონისძიებებს მართავს, რომლის ფარგლებშიც N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ანსამბლ „რუსთავის“ სოლო კონცერტი გაიმართა. დამდეგი შობა-ახალი წელი ანსამბლთან ერთად მსჯავრდებულებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა მიულოცა.

პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება
პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის საახალწლო ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება.
საახალწლო ბაზრობაზე მსჯავრდებულთა  ნამუშევრების  გაყიდვა გრძელდება
საახალწლო ბაზრობაზე მსჯავრდებულთა ნამუშევრების გაყიდვა გრძელდება

მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული საახალწლო აქსესუარების გაყიდვა საახალწლო ბაზრობაზე უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. მოსახლეობის დაინტერესება მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების მიმართ საკმაოდ მაღალია, რასაც გაყიდული ნივთების რაოდენობაც ადასტურებს

N14 პენიტენციურ დაწესებულებაში ეკლესია ამოქმედდა
N14 პენიტენციურ დაწესებულებაში ეკლესია ამოქმედდა
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს N14 პენიტენციურ დაწესებულებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი ესტუმრნენ. მეუფე კალისტრატემ დაწესებულების ტერიტორიაზე ახლადაშენებული წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი აკურთხა და საღვთო ლიტურგია ჩაატარა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე N14 პენიტენციური დაწესებულების განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე N14 პენიტენციური დაწესებულების განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი N14 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა და მის ხელმძღვანელებთან ერთად ახლადგახსნილი საზოგადოებრივი მისაღები დაათვალიერა და იქ მომუშავე პერსონალს გაესაუბრა.
 ანსამბლმა ,,შვიდკაცამ“  N16  პენიტენციურ დაწესებულებაში წინასაახალწლო          კონცერტი    გამართა
ანსამბლმა ,,შვიდკაცამ“ N16 პენიტენციურ დაწესებულებაში წინასაახალწლო კონცერტი გამართა
წინასაახალწლო ღონისძიების ფარგლებში, ანსამბლი ,,შვიდკაცა“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა და მსაჯვრდებულებისთვის წინასაახალწლო კონცერტი გამართა.