N5 დაწესებულებაში პოეტ ნანა ცინცაძის დაბადების დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა
N5 პენიტენციურ დაწესებულებაში პოეტ ნანა ცინცაძის დაბადების დღის აღსანიშნავად მსჯავრდებულებმა ღონისძიება გამართეს, სადაც პოეტის საავტორო ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

ღონისძიებაზე მოწვეული იყო თავად პოეტი ნანა ცინცაძე, ასევე, ჯემალ სეფიაშვილი, მარკუს მერტეველი, ჯგუფი „მუხამბაზი“ და სხვა შემსრულებლები.
ნანა ცინცაძისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა პოეტს დაბადების დღე მიულოცეს და რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს. ღონისძიებაში მონაწილეობა ნანა ცინცაძემაც მიიღო და საკუთარი ლექსები წაიკითხა.

საღამოს დასასრულს ნანა ცინცაძეს დაბადების დღე N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

პოეტმა ნანა ცინცაძემ ღონისძიების ჩატარებისთვის მსჯავრდებულებს, დაწესებულების ხელმძღვალობასა და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა.
მსჯავრდებულების თქმით, ისინი პოეტის შემოქმედებას კარგად იცნობენ და დაბადების დღის აღსანიშნავად დაწესებულებაში სპეციალურად შეიკრიბა დასი, რომელთაც პოეტის საპატივცემულოდ ღონისძიება გამართეს.

აღსანიშნავია, რომ კულტურული ღონისძიებები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში აქტიურად ხორციელდება, რაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს.

FaceBook Twitter Google