სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას უზრუნველყოფს.

კანონით დადგენილი წესით, ამანათებს მიიღებს ყველა პენიტენციური დაწესებულება 27 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, 28 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან დღის 13:00 საათამდე.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.

FaceBook Twitter Google