საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური ვაკანსიებს აცხადებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭო აცხადებს ვაკანსიას (ანაზღაურების გარეშე):

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის ერთ კანდიდატურაზე - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან;

- სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს წევრის ორ კანდიდატურაზე, რომელთაგან ერთს დაიკავებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ხოლო ერთს - ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი.

მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს:
1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომეტისათვის, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათ დაცვას;
2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების განხრით მუშაობის გამოცდილება, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება იმ პედაგოგს, რომელსაც მუშაობის გამოცდილება აქვს კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთმანეთში კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგად, ვაკანსიის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, კანდიდატურა უნდა წარადგინონ საკოორდინაციო საბჭოში. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციების შედეგად შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება ენიჭება კანდიდატურა დამოუკიდებლად წარადგინოს. 5 სამუშაო დღე ეძლევა კანდიდატურის წარსადგენად უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებსაც.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენასთან დაკავშირებულ წერილობით მიმართვას თან უნდა ერთვოდეს ორგანიზაციის წესდების ასლი ნოტარიალურად დამოწმებული სახით, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენის შემთხვევაში, წერილობით მიმართვას თან უნდა დაერთოს დაწესებულების რეგისტრაციისა და შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.

კანდიდატურების წარმოდგენა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით 2018 წლის 4 აგვისტოს 900 საათამდე ელექტრონულად, ქვემომითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ორიგინალების წარმოდგენის აუცილებლობის შემთხვევაში, საბჭოს სამდივნო თავად დაგიკავშირდებათ.

ელ-ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
ვებ-გვერდი: http://www.justice.gov.ge, http://www.moc.gov.ge

FaceBook Twitter Google