ქალთა N5 დაწესებულებაში მსჯავრდებულები ახალ პროფესიებს ეუფლებიან
ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი პროფესიული კურსები დაიწყო. მსჯავრდებულები ხეზე კვეთის, თიხაზე მუშაობის, კონდიტერის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტისა და სპორტული მასაჟისტის პროფესიას დაეუფლებიან.

დაწესებულების ტერიტორიაზე ამ სპეციალობათა შესწავლისთვის სპეციალური სივრცეები გამოიყო, რომელიც საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.

პროფესიული კურსები სამთვიანია. მასში 70-მდე მსჯავრდებული ჩაერთო. ხაზგასასმელია, რომ N5 დაწესებულებაში პროფესიული კურსები მომავალშიც გაგრძელდება. პროფესიული კურსების განხორციელებას დაწესებულების სოციალური მუშაკი, ორგანიზაცია "აფხაზეთი", კოლეჯები "მოდუსი" და "იკარუსი" უზრუნველყოფენ.

აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში სხვადასხვა საგანმანათლებლო და პროფესიული კურსები ინტერნსიურად ხორციელდება, რომლის ბენეფიციარებიც სპეციალობის შესაბამისად დაწესებულებაში დასაქმებულები არიან და ანაზღაურებასაც იღებენ.

N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა დაწესებულებაში პროფესიული კურსების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პროფესიული და საგანმანათლებლო კურსებით მსჯავრდებულები ეუფლებიან ახალ პროფესიას და იღებენ სერთიფიკატებს, რაც მათ დასაქმებაში დაეხმარებათ.

პენიტენციურ დაწესებულებებში სხვადასხვა პროფესიული და საგანამანათლებლო კურსები აქტიურად ხორციელდება, რაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს.

FaceBook Twitter Google